გულისტანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტი მიერ მტკიცდება.

1906-1950 წწ-ში ირანი იყოფა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზესტანი, ქერმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქერმანშაჰი, ხუზესთანი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ისპაჰანი.1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო და მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და ცალკე ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის პროვნცია; მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

გულისტანის ოსთანი                                                             

გულისტანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება თურქმენეთს და  ირანის სამ ოსთანს: მაზანდარანს, სემნანს და ჩრდილოეთ ხორასანს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორგანი. გულისტანის ოსთანის მოსახლეობა შეადგენს 1 868 819 ადამიანს. იყოფა 14 შაჰრესთანად: აზიდშაჰრი, აყ-ყალა, გორგანი, გონბადე ქავუსი, ბანდარ თორქმანი, გომიშ თაფე, რამიანი, ქორდქუი, ბანდარ გაზი, ალიაბადე ქათული, გალიქაში, ქალალე, მორავე თაფე და მინუდაშთი.

გულისტანის პროვინცია მდიდარია კულტურულ-ისტორიული თუ ბუნებრივი ღირშესანიშნაობებით. ქალაქ გომბადე ქავუსში მდებარეობს ზიარიდის ეპოქის კოშკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.  კოშკი აშენებულია XI საუკუნის დასაწყისში, გორგანის ზიარიდი ამირას  შამს ოლ-მაალი ქაბუს ენბ ვუშმაგირის ბრძანებით და მდებარეობს ისტორიული ქალაქი გორგანის ჩრდილოეთით 3 კმ-ზე. კოშკი ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც XIV-XV სს. ქალაქში მონღოლთა შემოჭრას გადაურჩა. კოშკი მდებარეობს ქალაქ გომბედე ქავუსის ცენტრალურ პარკში და შუა აზიის მომთაბარე ტომებსა და ირანის ძველ ცივილიზაციას შორის კულტურული გაცვლის ნათელ მაგალითს წარმოაგენს. ბუნებრივი ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია  გულისტანის ეროვნული პარკი, ალმა-გოლის ტბის გარშემო გადამფრენი ფრინველების ნაკრძალი, ჩანჩქერები შირაბადი ქალაქ ხანბებინის მახლობლად და ქაბუდვალი ქალაქ ალიაბადთან, აშურ-ადას კუნძული კასპიის ზღვაში, ქალაქ ბანდარ თოქმანთან.

ბანდარ თორქმანი

ბანდარ თორქმანი საპორტო ქალაქია ირანის ჩრდილოეთით, გოლესტანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი აშენდა 1930-იან წლებში და მას ბანდარ შაჰი …

Read More »

ორუჯის აბანო

ორუჯის აბანო მდებარეობს გულისტანის ოსთანში, ქალაქ რამიანში, ქოჰნებაზარის ძველ უბანში. აბანო გვიანყაჯარული ეპოქის ძეგლია და თარიღდება მოზაფარადდინ შაჰის მეფობის დასაწყისით. …

Read More »

გორგანის ყურე

გორგანის ყურე,  უდიდესი ყურეა კასპიის ზღვის ირანის სანაპირო ზოლის ფარგლებში.  გორგანის ყურე წარმოადგენს ერთგვარ ლაგუნას, რომელიც ღია ზღვიდან გამოყოფილია მიანყალეს …

Read More »

თურანგთაფე

თურანგთაფე, სოფელია გულისტანის ოსთანში, გორგანის შაჰრესთანში, ბაჰარანის ოლქში. 2016 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 171 ოჯახი, სულ 661 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქ …

Read More »

გომიშთაფე

ქალაქი გომიშთაფე მდებარეობს გულისტანის ოსთანში, კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე გორგანის ნაპირზე, ირან-თურქმენეთის საზღვრის სამხრეთით. ქალაქ ბანდარ თორქმანიდან …

Read More »

დაშთ ჰალყე

ქალაქი დაშთჰალყე (სხვანაირად „დაშთ ყალ’ე“), სოფელი გულისტანის ოსთანის ჩეჰელ ჩაის სასოფლო თემში, მინუდაშთის ოლქის ცენტრალურ ნაწილში, სოფელ დაშთჰალყეში მდებარეობს.  დაშთჰალყეს …

Read More »

ხალიდ ნაბის სასაფლაო

ხალიდ ნაბის სასაფლაო მდებარეობს ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გულისტანის ოსთანში, თურქმენეთის საზღვართან, ქალაქ გონბადე ქავუსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრზე, თურქმენეთის ველზე, გოქჩე დაღის …

Read More »

ქაბუდვალის ჩანჩქერი

ქაბუდ-ვალის ჩანჩქერი მდებარეობს გულისტანის ოსთანში, ალიაბადე ქათულის  სამხრეთით დაახლოებით 3 კილომეტრზე. ქაბუდვალი არის ყველაზე დიდი ხავსიანი ჩანჩქერი ირანში და გულისტანის …

Read More »