გორგანის დიდი კედელი

გორგანის დიდი კედელი სასანური ეპოქის თავდაცვითი სისტემაა, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ქალაქ გორგანთან ახლოს, გულისტანის ოსთანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში, კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. კედელი იწყება კასპიის ზღვის სანაპიროდან, გომიშანის მხარეში და გრძელდება გოლიდაღის მთებამდე, ქალაქ ქალალეს ჩრდილო-აღმოსავლეთით. მიუყვება მდინარე გორგანის ჩრდილოეთ ნაპირს. გორგანის კედელს ადგილობრივმა ირანულენოვანმა ხალხმა “მარე სორხ” – წითელი გველი შეარქვა, კედლის მშენებლობისთვის გამოყენებული  წითელი აგურის ფერის მიხედვით. კედლის სიგრძე 195 კმ, სიგანე 6-10 მეტრია. კედლის გაყოლებაზე ყოველ 10-15 კმ-ზე იყო თავდაცვითი ფორტები ჰქონდა, სულ დაახლოებით 40. სხვადასხვა დროს მას ემსახურებოდა მუდმივი გარნიზონი 10-დან 30 ათასამდე კაცით. გორგანის კედელი ყველაზე დიდი თავდაცვითი კედელია მსოფლიოში ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ. ეს უზარმაზარი ისტორიული კედელი, 1999 წლის 20 ივლისს რეგისტრირებული იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

ნაჰარხორანის ტყეპარკი

ნაჰარ ხორანი ტყეპარკი მდებარეობს გულისტანის ოსთანში, ქალაქ გორგანის სამხრეთით 4 კილომეტრი მანძილის მოშორებით და მხარის …