ალაგოლის წყალსატევი

ალაგოლის წყალსატევი მდებარეობს გონბედე ქავუსის შაჰრესტანში, ქალაქ ინჩებორუნთან, თურქმენეთის მლაშობ დაბლობზე; წყალსატევის ფართობი 25 კვ. კმ. და მაქსიმალური სიღრმე 2,5 მეტრია, ითვლება გულისტანის ოსტანის უდიდეს ტბად.
ალაგოლის წყალმომარაგებაში დიდ როლს თამაშობს მდინარე ათრაქი და სხვა უფრო პატარა შენაკადები. ალაგოლის წყალსატევი ზღვის დონიდან 6 მ. დაბლა მდებარეობს.
ფლორის სხვადასხვა სახეობიდან აქ ძირითადად გვხვდება ლერწმი, ისლი, იალღუნისებრთა ოჯახის დაბალბუჩქოვანი მცენარეები. წყალსატევის ფსკერი ჩვეულებრივ დაფარულია მწვანე წყალმცენარეებით. გავრცელებულია მარილიანი წყლის თევზის სახეობები, კერძოდ, კასპიის ზღვის კუტუმი და ჩვეულებრივი კობრი.
ბინადრობს გადამფრენი ფრინველების სხვადასხვა სახეობა. ალაგოლის, ასევე ახლომდებარე აჯიგოლის და ალმაგოლის წყალსატევებზე ფრინველის 85 სახეობაა აღრიცხული, მათ შორის 19 ადგილობრივი და 66 გადამფრენი.

Next Prev
Next Prev

Check Also

ნაჰარხორანის ტყეპარკი

ნაჰარ ხორანი ტყეპარკი მდებარეობს გულისტანის ოსთანში, ქალაქ გორგანის სამხრეთით 4 კილომეტრი მანძილის მოშორებით და მხარის …