ჰამადანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასანე რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სისტან-ბელუჯისტანის, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადის, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

 

ჰამადანის ოსთანი

ჰამადანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ზაგროსის მთების სიახლოვეს. ესაზღვრება ირანის სხვა ექვს ოსთანს: ჩრდილოეთით ზენჯანისა და ყაზვინის, სამხრეთით ლურისტანის, აღმოსავლეთით მარქაზის, ხოლო დასავლეთით ქურთისტანის და ქერმანშაჰის ოსთანებს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰამადანი. 2016 წელს ჩატარებული ეროვნული აღწერის მონაცემების მიხედვით, ოსთანის მოსახლეობა 1 758 268 ადამიანს შეადგენს. ჰამდანი ირანის ერთ – ერთი უძველესი მხარეა, რაც ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაერთი არქეოლოგიური არტეფაქტით დასტურდება.

სოფელი ვარქანე

ვარქანე, სოფელია ჰამადანის ოსთანში, რომელიც თავისი განსაკუთრებული არქიტექტურის ქვის სახლების გამო, ცნობილია, “ქვის სოფლის” სახელითაც. როგორც ამბობენ, სოფელი ვარქანე 400 …

Read More »

ყორბანის კოშკი

ყორბანის კოშკი (ბორჯე ყორბან), X-XI საუკუნის ძეგლია, მდებარეობს ქალაქ ჰამადანში, ზანდიების რაიონში, შაჰიდ მადანისა და თალეყანის ქუჩების კვეთაზე, ავიცენას სახელობის …

Read More »

ხანყოლის კოშკი

ხანყოლის კოშკი ილხანთა საყაენოს პერიოდს მიეკუთვნება და მდებარეობს მალაიერის ოსთანში, ქალაქ სამენში, იმამის პროსპექტზე,  ჩალე ხანყოლის უბანში. ხანყოლის კოშკი, აგურის …

Read More »

ეკბატანას მუზეუმი

ეკბატანას მუზეუმი ქალაქ ჰამადანში, ჰაფთე-თირის მოედანზე მდებარეობს. მუზეუმი გაიხსნა 1994 წელს. მდებარეობს ეკბატანას ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში. მუზეუმის შენობა, სადაც ადრე …

Read More »

ალვანდის მთა

ჰამადანის მთიანი პროვინცია, გარდა ძლიერი კულტურული და ისტორიული წარსულისა, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ეკოტურიზმის თვალსაზრისით. ალვანდის …

Read More »

ავიცენას მავზოლეუმი

ცნობილი ფილოსოფოსის, ექიმის, ასტრონომის, მათემატიკოსის და პოეტის აბუ ალი იბნ სინას (ლათინიზებული ავიცენა) (980-1037) საფლავი მდებარეობს ქალაქ ჰამდანის ცენტრში. მავზოლეუმი …

Read More »

ესთერისა და მორდექაის საფლავი

ჰამადანში, ქალაქის ცენტრში, არის ადგილი, სადაც ტრადიციის თანახმად, ბიბლიური დედოფალი ესთერი და მისი ბიძაშვილი, მორდექაი არიან დამარხულნი. მრავალი საუკუნის განმავლობაში, …

Read More »

ბაბა თაჰერის მავზოლეუმი

X- XI საუკუნეების ირანელი პოეტისა და მისტიკოსის, ბაბა თაჰერის მავზოლეუმი ქალაქ ჰამადანში, ბაბა თაჰერის მოედანზე მდებარეობს. მავზოლეუმის შენობა აგებულია 1970 …

Read More »

ამბაკუმ წინასწარმეტყველის აკლდამა

ამბაკუმ წინასწარმეტყველის, ძველი აღთქმის მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთის აკლდამა, ჰამადანის ოსთანში, ქალაქ თუისერქანში მდებარეობს. ძეგლი დათარიღებულია ძვ.წ.აღ. 700 წელით. ამბაკუმ წინასწარმეტყველის …

Read More »

ქვის ლომის ქანდაკება

ქვის ლომი ისტორიული ძეგლი ჰამადანში, “ლომების კარიბჭის“ ერთი ნაწილია, მდებარეობს ბორცვზე, სადაც, როგორც ამბობენ, ამბობენ, რომ პართული პერიოდის სასაფლაო უნდა …

Read More »