ავიცენას მავზოლეუმი

ცნობილი ფილოსოფოსის, ექიმის, ასტრონომის, მათემატიკოსის და პოეტის აბუ ალი იბნ სინას (ლათინიზებული ავიცენა) (980-1037) საფლავი მდებარეობს ქალაქ ჰამდანის ცენტრში. მავზოლეუმი წარმოადგენს ოთხკუთხა ფორმის ნაგებობას რამდენიმე დარბაზით და კონუსის ფორმის 32 მეტრიანი კოშკით. აგებულია 1952 წელს, არქიტექტორი ჰუშანგ სეიჰუნი. ავიცენას საფლავი მდებარეობს მავზოლეუმის კომპლექსის ერთ – ერთი წრიული დარბაზის ცენტრში. დარბაზის კედლები ჰერბარიუმებით არის მორთული, რომლებსაც ავიცენა სამედიცინო პრაქტიკაში იყენებდა. მავზოლეუმის გალერეის მარცხენა მხარეს არის ავიცენას ახლო მეგობრის, აბუსაიდ დეხოკის საფლავი, რომლის სახლიც სწორედ იმ ადგილას იყო, სადაც ახლა ეს კომპლექსი მდებარეობს. შესასვლელიდან არც თუ ისე შორს, ეზოში დაკრძალულია ირანელი პოეტი არეფ ყაზვინი. 1997 წლის 11 მაისს მავზოლეუმის შენობა შეტანილ იქნა ირანის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

ეკბატანას მუზეუმი

ეკბატანას მუზეუმი ქალაქ ჰამადანში, ჰაფთე-თირის მოედანზე მდებარეობს. მუზეუმი გაიხსნა 1994 წელს. მდებარეობს ეკბატანას ბორცვის აღმოსავლეთ …