ეკბატანას მუზეუმი

ეკბატანას მუზეუმი ქალაქ ჰამადანში, ჰაფთე-თირის მოედანზე მდებარეობს. მუზეუმი გაიხსნა 1994 წელს. მდებარეობს ეკბატანას ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში. მუზეუმის შენობა, სადაც ადრე პედაგოგიური სკოლა ფუნქციონირებდა, მეზეუმს გადაეცა დრობით სარგებლობაში. ეკბატანას მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი მუზეუმია მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმის გათვალისწინებით, რომ ჰამადანი ირანის, და ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ქალაქია, შესაბამისად აქ აღმოჩენილი და ამ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალაც ძალიან ძველია. აქ თავმოყრილი სამუზეუმო ექსპონატები, ძველი ირანის ისტორიით დაინტერესებულ პირთა დიდ ყურადღებას იპყრობს.

Next Prev
Next Prev

Check Also

ალვანდის მთა

ჰამადანის მთიანი პროვინცია, გარდა ძლიერი კულტურული და ისტორიული წარსულისა, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია …