ჰამადანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასანე რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სისტან-ბელუჯისტანის, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადის, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

 

ჰამადანის ოსთანი

ჰამადანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ზაგროსის მთების სიახლოვეს. ესაზღვრება ირანის სხვა ექვს ოსთანს: ჩრდილოეთით ზენჯანისა და ყაზვინის, სამხრეთით ლურისტანის, აღმოსავლეთით მარქაზის, ხოლო დასავლეთით ქურთისტანის და ქერმანშაჰის ოსთანებს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰამადანი. 2016 წელს ჩატარებული ეროვნული აღწერის მონაცემების მიხედვით, ოსთანის მოსახლეობა 1 758 268 ადამიანს შეადგენს. ჰამდანი ირანის ერთ – ერთი უძველესი მხარეა, რაც ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაერთი არქეოლოგიური არტეფაქტით დასტურდება.

განჯნამეს წარწერები

განჯნამეს (საგანძურის წიგნი) წარწერები, აქემენიდური პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ქალაქ ჰამდანის სამხრეთ-დასავლეთით 5კილომეტრში, აბასაბადის ხეობის სიღრმეში, ალვანდის მთის კლდოვან კალთაზე. …

Read More »

ეკბატანა

ეკბატანა, ირანის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი, მიდიელთა სატახტო ქალაქი, აქემენიანთა საზაფხულო სატახტო რეზიდენცია, მოგვიანებით პართიის მეფეთა სატახტო ქალაქი იყო. ძველ …

Read More »

ჰაჯ აღა თორაბის აბანო

ჰაჯ აღა თორაბის აბანო, ყაჯარული ეპოქის ძეგლია, რომელიც აშენებულია ჰაჯ მირზა მუჰამედ თაყის მიერ, ცნობილია ასევე სახელით “ტყუპი აბანოები”. ეს …

Read More »

ჰაჯ მოჰამად საიდის აბანო

ჰაჯ მოჰამად საიდის აბანო, ცნობილი სახელით ჰამამ-ყალე, მდებარეობს ქალაქ ჰამადინში, ყაშოყთარაშანის უბანში, შარიათის პროსპექტზე. წარმოადგენს გვიანყაჯარული ეპოქის არქიტექტურის ნიმუშს. აბანოს …

Read More »

ალისადრის მღვიმე

ალისადრის მღვიმე, ერთ-ერთი უდიდესი წყლის მღვიმე მსოფლიოში, ქალაქ ჰამადინიდან ჩრილოეთით 70 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ალი სადრის მღვიმე ჰამედანის პროვინციის ერთ-ერთი …

Read More »

ნაზარის ბაღ-მუზეუმი

ნაზარის ანთროპოლოგიური ბაღ-მუზეუმი, მდებარეობს ქალაქ ჰამადანში, ჯიჰადის მოედანზე, ნაზარის გზაჯვარედინზე. გაიხსნა 2009 წელს.  ამ მუზეუმის დამფუძნებელი ორგანიზაციაა ჰამადანის ოსთანის კულტურული …

Read More »

გომბადე ალავიან

გომბადე ალავიანის კვადრატული შენობა, სელჩუკთა ეპოქით თარიღდება. ნაგებობის თავდაპირველი დანიშნულება საკრალური ხასიათისა იყო, აშენდა როგორც მეჩეთი. თუმცა მოგვიანებით გადაკეთდა საგვარეულო …

Read More »

განჯნამეს ჩანჩქერი

12 მეტრის სიმაღლის განჯნამეს ჩანჩქერი, ალვანდის მთაზე, ქალაქ ჰამადანიდან დასავლეთით ხუთი კილომეტრის მანძილზე, ცნობილი განჯნამის წარწერების გვერდით მდებარეობს. ჩანჩქერი მთელი …

Read More »