ალვანდის მთა

ჰამადანის მთიანი პროვინცია, გარდა ძლიერი კულტურული და ისტორიული წარსულისა, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ეკოტურიზმის თვალსაზრისით. ალვანდის მთა, ულამაზესი ლანდშაფტით, უხვი ბუნებრივი წყაროებით და სხვა უნიკალური ბუნებრივი რესურსებით, ჰამადანის პროვინციის ერთ-ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტსა და ალპინისტს მასპინძლობს. ალვანდის მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 3574 მეტრია და ჰამადანის პროვინციას ყოფს ორ – ჩრდილოეთად და სამხრეთ ნაწილებად. მთას აქვს ღრმა, მწვანე ხეობები, წყაროები, მდელოები და უამრავი მწვერვალი. ალვანდის მთებში, მაღალი და ციცაბო მწვერვალების გარდა, მდელოებით დაფარული მცირე ვაკეებსაც ვხვდებით, სადაც უამრავი წყარო მოედინება. გამომდინარე იქიდან, რომ მათ შედარებით ვაკე ზედაპირი აქვთ, ეს ადგილები ალპინისტების დასასვენებელ ადგილად იქცნენ. ამ მცირე ვაკეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია: მეიდან მიშანი, თახთე ნადერი, ჩამან შაჰნაზარი და თახთე როსთამი.

Next Prev
Next Prev

Check Also

ეკბატანას მუზეუმი

ეკბატანას მუზეუმი ქალაქ ჰამადანში, ჰაფთე-თირის მოედანზე მდებარეობს. მუზეუმი გაიხსნა 1994 წელს. მდებარეობს ეკბატანას ბორცვის აღმოსავლეთ …