ესთერისა და მორდექაის საფლავი

ჰამადანში, ქალაქის ცენტრში, არის ადგილი, სადაც ტრადიციის თანახმად, ბიბლიური დედოფალი ესთერი და მისი ბიძაშვილი, მორდექაი არიან დამარხულნი. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოსალოცი ადგილი ირანის ებრაელებისათვის. ბენიამინ ტუდელელი, XII საუკუნის მოგზაური, ნავარის სამეფოს ქალაქ ტუდელის რაბინი, თავის მოგზაურობის დღიურში აღწერს ესთერისა და მორდექაის საფლავს და აღნიშნავს, რომ მისი მოგზაურობის დროს  ქალაქ ჰამადანში 50 ათასი ებრაელი ცხოვრობდა. სამარხი ორი ოთახისაგან შედგება. პირველში სამლოცველოა, სადაც  მენორები (შვიდსანთლიანი შანდალი), სკამები და უზარმაზარი თორა ინახება. მეორე ოთახში კი ესთერისა და მორდექაის სამარხებია. მათი საფლავის ქვები თავდაპირველად ხის იყო, ხოლო ხანძრის შემდეგ, განახლდა და შეიცვალა ტრადიციული ირანული გუმბათოვანი საფლავის ქვებით, რომლებიც დაფარული იყო ძვირფასი ქსოვილებით. დედოფალი ესთერის და მისი ბიძა მორდექაის სახელს უკავშირდება პურიმის დღესასწაულის დაარსება, რომელსაც ებრაელები ყოველწლიურად აღნიშნავენ. ამრიგად, ეს ადგილი ღრმა ისტორიული მნიშვნელობისაა ირანელი ებრაელებისა და ფართო ებრაული საზოგადოებისთვის.

1891 წლის აღწერილობის თანახმად, მავზოლეუმის შენობას 15 მეტრის სიმაღლის, ლურჯი ფერის მოჭიქული ფილებით მოპირკეთებული გუმბათი ამკობდა; სამწუხაროდ ამ მოპირკეთებიდან დღეს პრაქტიკულად აღარაფერი არ არის შემორჩენილი; ამავე აღწერილობის თანახმად, საფლავის მახლობლად სხვა პატივსაცემი იუდეველების სამარხებიც არსებობდა.

Next Prev
Next Prev

Check Also

ეკბატანას მუზეუმი

ეკბატანას მუზეუმი ქალაქ ჰამადანში, ჰაფთე-თირის მოედანზე მდებარეობს. მუზეუმი გაიხსნა 1994 წელს. მდებარეობს ეკბატანას ბორცვის აღმოსავლეთ …