ზენჯანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ზენჯანის ოსთანი

ზენჯანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ – ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. ესაზღვრება ჩრდილოეთით არდებილისა და გილანის, სამხრეთით ჰამედანის, სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთით ქურთისტანისა და დასავლეთ აზერბაიჯანის და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, აღმოსავლეთით კი ყაზვინის ოსთანებს. მოსახლეობა 1 057 461 კაცს შეადგენს.  ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზენჯანი. იყოფა რვა შაჰრესთანად: აბჰარი, იჯრუდი, ხოდაბანდე, ხორამდარე, სოლთანიე, ზენჯანი, თარომი, მაჰნეშანი.

ზანჯანის ოსთანში ალპური კლიმატია, რომელსაც ხასიათდება მთაში ცივი, თოვლიანი კლიმატით და დაბლობში ზომიერი ჰავით ზამთარში, ხოლო ზაფხულში თბილი კლიმატით. ზანჯანის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურაა დაახლოებით 27 ° C, ხოლო საშუალო მინიმალური ტემპერატურა -19 ° C.

ზენჯანის ოსთანი ირანის ერთ-ერთი ძველი, ისტორიული მხარეა, რომელიც მდიდარის ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც ზენჯანის მხარეში მდებარეობს, სოლთანიეს მეჩეთია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.

ჩალაბიოღლუს მავზოლეუმი

ჩალაბიოღლუს მავზოლეუმი მდებარეობს ზენჯანის ოსთანში, ქალაქ სოლთანიეში, ცნობილი სოლთანიეს მეჩეთის სიახლოვეს.  რვაკუთხედის ფორმის ეს ისტორიული ძეგლი, 1259–1284 წლებში, ილხანიდების ხანაში …

Read More »

ზოლფაყარის სასახლე

ქალაქ ზენჯანის ისტორიულ უბანში, საბზე მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდებარეობს ლამაზი შენობა, რომელიც ზოლფაყარის სასახლის სახელითაა ცნობილი.  შენობა ზენჯანის გამგებლის საცხოვრებელ …

Read More »

დაშქასანის ტაძარი

დაშქასანი, სამი მღვიმის კომპლექსია, რომელიც ისტორიული ქალაქ სოლთანიეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. დაშქასანის ტაძარი, ასევე ცნობილი “დრაკონის ტძრის” სახელით,  კლდეში ნაკვეთი ნაგებობაა, …

Read More »

გოლიჯიქის მღვიმე

გოლჯიქის მღვიმე, კირქვის ექვსი გამოქვაბულიდან ერთ-ერთია, რომელიც ზენჯანის ოსთანში აღმოაჩინეს. ამ უზარმაზარი გამოქვაბულია ზომა, რომელიც ბუნებრივად, კირქვის ქანების ეროზიის შედეგად …

Read More »

ხარმანესარის მღვიმე

ხარმანესარის  მღვიმე მდებარეობს ქალაქ ზენჯანიდან 110 კილომეტრის მოშორებით, მაღალ მთაზე სოფელ შაჰნეშინის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს უზარმაზარი მღვიმე ზღვის დონიდან 1600 …

Read More »

მოლა ჰასან ქაშის მავზოლეუმი

მოლა ჰასან ქაშის მავზოლეუმი  მდებარეობს ზენჯანის ოსთანში, ისტორიული ქალაქ სოლთანიეს სამხრეთით 2,5 კილომეტრის დაშორებით.  მავზოლეუმის შენობა აგებულია XVI საუკუნეში, შაჰ …

Read More »

ფირ აჰმად ზაჰრნუშის მავზოლეუმი

ფირ აჰმად ზაჰრნუშის მავზოლეუმი, სეფიანთა ეპოქის ისტორიული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ აბჰარში, ზენჯანის ოსთანში. შენობა რეგისტრირებულია ირანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. …

Read More »

სალოცავი ყედარ ნაბი

ყედარ ნაბის (აბრაამის ძის ისმაილის შვილი, კედარ წინასწარმეტყველი) სალოცავი-სამარხი, მდებარეობს ზენჯანის ოსთანში, ხოდაბანდეს ოლქში. ძველი აღთქმის ტექსტების თანახმად, ისმაილს 12 …

Read More »

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. სოლთანიეს მეჩეთი, უშუალოდ ოლჯაითუ-ხოდაბანდეს ბრძანებით, …

Read More »

ზენჯანის ბაზარი

ზენჯანის ტრადიციული ბაზარი, ირანის გადახურულ ტრადიციულ ბაზებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია. წარმოადგენს ქალაქის და მთიანად ოსთანის მთავარ სავაჭრო ცენტრს. …

Read More »