ჩალაბიოღლუს მავზოლეუმი

ჩალაბიოღლუს მავზოლეუმი მდებარეობს ზენჯანის ოსთანში, ქალაქ სოლთანიეში, ცნობილი სოლთანიეს მეჩეთის სიახლოვეს.  რვაკუთხედის ფორმის ეს ისტორიული ძეგლი, 1259–1284 წლებში, ილხანიდების ხანაში არის აგებული. წარწერების თანახმად, მავზოლეუმი ილხანიდების პერიოდის მისტიკოსის, შეიხ ბარაყბაბას სამარხს წარმოადგენს. ჩალაბიოღლუს მავზოლეუმის სიმაღლე 16 მეტრია, ხოლო სიგანე 6 მეტრი. შენობა რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

ხარმანესარის მღვიმე

ხარმანესარის  მღვიმე მდებარეობს ქალაქ ზენჯანიდან 110 კილომეტრის მოშორებით, მაღალ მთაზე სოფელ შაჰნეშინის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს …