სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. სოლთანიეს მეჩეთი, უშუალოდ ოლჯაითუ-ხოდაბანდეს ბრძანებით, 1302 – 1312 წლებში აშენდა  ქალაქ სოლთანიეში, ზენჯანის მახლობლად და წარმოადგენს ირანული და ისლამური ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ნიმუშს. სოლთანიეს მეჩეთის გუმბათი, სიდიდით მესამე გუმბათია მსოფლიოში, სანტა მარია დელ ფიორეს (ფლორენცია – იტალია) და აია სოფიას (სტამბული – თურქეთი) გუმბათების შემდეგ. სოლთანიეს მეჩეთის გუმბათის სიმაღლე და განსაკუთრებული ცისფერი შეფერილობა, არქიტექტურული თვალსაზრისით ძალზე ღირებულია. 2005 წელს, სოლთანიეს მეჩეთი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად (​უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; უნდა წარმოადგენდეს რომელიმე კულტურული ტრადიციის ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველ უნიკალურ ან განსაკუთრებულ ნიმუშს; უნდა წარმოადგენდეს ნაგებობის, არქიტექტურული ანსამბლის ან ლანდშაფტის ღირსშესანიშნავ მაგალითს, რომელიც ასახავს კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს(ებს).) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

ჩალაბიოღლუს მავზოლეუმი

ჩალაბიოღლუს მავზოლეუმი მდებარეობს ზენჯანის ოსთანში, ქალაქ სოლთანიეში, ცნობილი სოლთანიეს მეჩეთის სიახლოვეს.  რვაკუთხედის ფორმის ეს ისტორიული …