მოლა ჰასან ქაშის მავზოლეუმი

მოლა ჰასან ქაშის მავზოლეუმი  მდებარეობს ზენჯანის ოსთანში, ისტორიული ქალაქ სოლთანიეს სამხრეთით 2,5 კილომეტრის დაშორებით.  მავზოლეუმის შენობა აგებულია XVI საუკუნეში, შაჰ თამაზ I- ის დროს, მოლა ჰასან ქაშის, XIV საუკუნის მისტიკოს საპატივსაცემოდ,  რომელიც შიიტი იმამების, განსაკუთრებით კი ალი იბნ აბუ ტალიბისადმი მიძღვნილი სახოტბო პოეტური ნაწარმოებების ავტორია.

მოლა ჰასან ქაშის მვზოლეუმს წინ აკრავს დიდი და ვრცელი მოედანი. მავზოლეუმის შენობის ექსტერიერი ოქტაგონური ფორმისაა, თუმცა სინამდვილეში მავზოლეუმი წარმოადგენს  კვადრატული ფორმის, ზომით 6მ.x6მ.-ზე, ნაგებობას დამატებითი ღია გალერეებით, რომლებიც ვიზუალურად რვაკუთხედის ეფექტს ქმნიან.

თითოეულ გალერეაში არის ვიწრო კიბე, რომელიც ზედა სართულისკენ მიდის. კვადრატული შენობა გადახურულია ორმაგი გარსიანი გუმბათით, რომელიც მოპირკეთებული ცისფერი ფერის მოჭიქული აგურით.  გუმბათი  დამშვენებულია ქუფური კალიგრაფიის ნიმუშებით.  XIX საუკუნის დასაწყისში, ყაჯართა დინასტიის წარმომადგენლის, ფაჰთ-ალი შაჰის მმართველობის დროს, მოხდა მავზოლეუმის შენობის ინტერიერის მოპირკეთება სტუკოებით.

Next Prev
Next Prev

Check Also

გოლიჯიქის მღვიმე

გოლჯიქის მღვიმე, კირქვის ექვსი გამოქვაბულიდან ერთ-ერთია, რომელიც ზენჯანის ოსთანში აღმოაჩინეს. ამ უზარმაზარი გამოქვაბულია ზომა, რომელიც …