ზენჯანის ბაზარი

ზენჯანის ტრადიციული ბაზარი, ირანის გადახურულ ტრადიციულ ბაზებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია. წარმოადგენს ქალაქის და მთიანად ოსთანის მთავარ სავაჭრო ცენტრს. ბაზარი პირობითად ორ ნაწილად იყოფა – ზედა და ქვედა ბაზრები. ზედა ბაზრის კომპლექსში შედის საფეიქრო ნაწარმის რიგი მაღაზიებისა, აბდულ ალიბექის მავზოლეუმის შენობა, ჩეჰელსოთუნის, აღა შეიხ ფათჰოლაჰის, ჰოჯათოლ ესლამის, მელარისა და საკრებულო მეჩეთები. ბაზრის ეგრეთ წოდებული ქვედა ნაწილი, ამჟამად სასაწყობე ტერიტორიად გამოიყენება. ასევე ქვედა ბაზრის ტერიტორიაზე ორი – მალექის და გოლშანის ქარვასლები, აღა შეიხ ფაიაზის და მირზაის მეჩეთები და ორი ტრადიციული აბანო ბოლური და მოინი მდებარეობს.

Next Prev
Next Prev

Check Also

გოლიჯიქის მღვიმე

გოლჯიქის მღვიმე, კირქვის ექვსი გამოქვაბულიდან ერთ-ერთია, რომელიც ზენჯანის ოსთანში აღმოაჩინეს. ამ უზარმაზარი გამოქვაბულია ზომა, რომელიც …