დაშქასანის ტაძარი

დაშქასანი, სამი მღვიმის კომპლექსია, რომელიც ისტორიული ქალაქ სოლთანიეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. დაშქასანის ტაძარი, ასევე ცნობილი “დრაკონის ტძრის” სახელით,  კლდეში ნაკვეთი ნაგებობაა, რომელიც ოთხი ჩინელი ოსტატისმიერაა აგებული. თარიღდება  XIV საუკუნის დასაწყისით, ჰულაგუიანთა მმართველობის პერიოდით. დაშქასანის გამოქვაბულების არქიტექტურა, არასრული მართკუთხედის ფორმისაა. ტაძრის კედლებზე, ერთმანეთის საპირისპიროდ, დრაკონების რელიეფური გამოსახულება გვხვდება; ტაძარს აგრეთვე აქვს ქვაში ნაკვეთი რამდენიმე მიჰრაბი (ისლამური საკურთხეველი).

ამ ტაძრის კედლებზე არსებული რელიეფური გამოსახულებები, ირანში არსებული დრაკონების რელიეფური გამოსახულების მცირე ნიმუშთაგან ერთ-ერთია და გვიჩვენებს შორეული აღმოსავლეთის კულტურის (მონღოლეთი და ჩინეთი) გავლენას ჰულაგუიანთა მმართველობის ეპოქაში.

ზოგი მკვლევრის აზრით, ტაძარი უფრო ძველი, ისლამამდელი პერიოდის უნდა იყოს, და  რომ ტაძრის კედლებზე  დრაკონების გამოსახულებების დაემატება, ილხანთა ეპოქაში მოხდა.

Next Prev
ا
Next Prev

Check Also

ხარმანესარის მღვიმე

ხარმანესარის  მღვიმე მდებარეობს ქალაქ ზენჯანიდან 110 კილომეტრის მოშორებით, მაღალ მთაზე სოფელ შაჰნეშინის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს …