ფირ აჰმად ზაჰრნუშის მავზოლეუმი

ფირ აჰმად ზაჰრნუშის მავზოლეუმი, სეფიანთა ეპოქის ისტორიული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ აბჰარში, ზენჯანის ოსთანში. შენობა რეგისტრირებულია ირანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. მავზოლეუმი ქალაქ  აბჰარას სამი დიდი მოღვაწის სამარხს წარმოადგენს. მის მახლობლად, ასევე სხვა  ნაგებობებია, რომლებშიც დღეს აბჰარას არქეოლოგიურ მუზეუმია განთავსებული. აბჰარის კულტურის საქმეთა დეპარტამენტის თაოსნობითა და არქეოლოგთა ჯგუფის თანამშრომლობით,  1981 წელს, ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.

აბუ მაალიმ ფახიმ აბჰარის თანახმად,  ამ ადგილას აბჰარის სამი ცნობილი ფაყიჰი და სწავლულია დაკრძალული. პირველი მათგანია აბუ ბაქრ მუჰამედ იბნ აბდულა აბჰარი, რომელიც X საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მოულანა შეიხ შაჰაბ ოლ-დინ აბჰარი, რომელიც ადრეულ სეფიანურ პერიოდში ცხოვრობდა, არის მეორე ადამიანი, ვინც აქ დაკრძალეს. მესამე პირი კი, ვინც ამ მავზოლეუმში დაიკრძალა, არის  მოულანა ყოთბედინ აჰმად აბჰარი, ცნობილი სახელით ფირ აჰმად ზაჰრნუში, რომელიც გარდაიცვალა 1198 წელს.

Next Prev
Next Prev

Check Also

გოლიჯიქის მღვიმე

გოლჯიქის მღვიმე, კირქვის ექვსი გამოქვაბულიდან ერთ-ერთია, რომელიც ზენჯანის ოსთანში აღმოაჩინეს. ამ უზარმაზარი გამოქვაბულია ზომა, რომელიც …