ბუშეჰრის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტი მიერ მტკიცდება.

1906-1950 წწ-ში ირანი იყოფა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჯისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზისტანი, ქერმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქერმანშაჰი, ხუზესთანი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო და მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და ცალკე ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის პროვნცია; მანამდე,  2004 წელს, ხორასნის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ბუშეჰრის ოსთანი

ბუშეჰრის ოსთანი,  ირანის ოცდათერთმეტი ოსტანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება ირანის ოთხი ოსთანი: ხუზისტანის, ქოჰგილუე და ბუიურაჰმადი, ჰორმოზაგანი და ფარსის ოსთანები. ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია ბუშირი. ბუშირის ოსთანის მოსახლეობა, 2017 წლის მონაცემების თანახმად, 1 163 400 კაცს შეადგენს. ოსთანს საკმაოდ ფართო გასასვლელი აქვს სპარსეთის ყურეზე. ყველაზე გავრცელებული ენებია: ლური და სპარსული. ბუშირის ოსთანი იყოფა ათ შაჰრესთნად: ბუშირი, დაშთესთენი, დეშთი, დეიერი, დეილემი, გენავე, ჯემი, ქენგანი, თანგასთენი და ასალუიე.

ქალაქ ბუშეჰრში ბევრი ისტორიულ-კულტურული ძეგლია, მათ შორის საინტერესოა უძველესი მეჩეთები და ჰოლნდიური ციხესიმაგრის ნანგრევები, ასევე ქალაქის შემოგარენში  უძველესი დასახლების ნანგრევები; ქალაქ ბორაზჯანში ძველი ციხე და დიდი სასაფლაო და მის შემოგარენში, ფინიკის პალმების თვალუწვდენელ პლანტაციებში ჩაფლული,  აქემენიდების ეპოქის სასახლის, ბარდაკ-სიაჰის ნანგრევები; ქალაქ ხორმოჯში უძველესი ციხე და ზოროასტრული ტაძრის ნაშთები; ქალაქ თაჰერში სირაფის პორტის ნანგრევები სასანიანთა ეპოქიდან (ციხის, ტაძრისა და ბაზრის ჩათვლით). კუნძულ ხარკზე ნახავთ ე.წ. ჰოლანდიური ციხის ნანგრევებს და ძველ ეკლესიებს. პროვინციაში ძალიან პოპულარულია  ჩეჰელხანეს მღვიმე. მიუხედავად უნიკალური პოტენციალისა, ბუშეჰრის ოსთანს  ტურიზმის მიმართულებით განვითარება სჭირდება.

ჯაშაქის მარილიანი მთა

ჯაშაქის მარილიანი მთა, რომელსაც სხვანაირად მარილის გუმბათსაც უწოდებენ, მდებარეობს ჯაშაქის მთის ფართო და მაღალი ჩრდილოეთ კალთაზე, ზაგროსის ქედის სამხრეთ ბოლოში, …

Read More »

არდეშირის სასახლე

ისტორიული ძეგლი და ბუშირის პროვინციის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, არდეშირის სასახლე, საზაფხულო-სააგარაკე სახლი, მდებარეობს ქალაქ დაშთესთანში, ირანის სამხრეთით, ბუშეჰრის ოსთანში. “არდეშირის სასახლე” …

Read More »

ქალაქი სირაფი

ისტორიული ქალაქი სირაფი, ირანის ბუშირის ოსთანის ქანგანის ოლქის ცენტრალურ რაიონში მდებარეობს. 2016 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 6992 ადამიანს შეადგენდა. …

Read More »

სირაფის კოშკურები

სირაფის კოშკურები, მდებარეობს უძველესი პორტის ნანგრევებზე, დღევანდელი ქალაქ სირაფში. წარმოადგენს ძველ და ვრცელ სასაფლაოს. სასაფლაოს მშენებლობა ჯერ კიდევ პრე-ისლამური, სასანური …

Read More »

მონდის სალოცავი

მონდის სალოცავი პართულ-სასანურ პერიოდს განეკუთვნება; მდებარეობს დაშთის შაჰრესთანში, მონდის მთაზე, სოფლების ჰეიდარსა და ვარავის სიახლოვეს. 1998 წლის 18 ივლისს, სარეგისტრაციო …

Read More »

მალექ ბუშირის სასახლე

მალექ ბუშირის სასახლე, გვიან ყაჯარულ პერიოდს მიეკუთვნება; მდებარეობს ბუშირის შაჰრესთანის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ბუშირიდან 8 კილომეტრის დაშორებით. ეს ისტორიული ძეგლი, …

Read More »

კიროსის სასახლე

კიროსის სასახლე დაშთესთანში, ისტორიული და ძალზე მნიშვნელოვანია ძეგლია ირანის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე პერიოდიდან. კიროსის სასახლის ნაშთები, სასახლე ირანის არქეოლოგიურმა …

Read More »

სასახლე ბარდაქ სიაჰ

ბარდაქ სიაჰის სასახლე აქემენიდური პერიოდის ისტორიული ძეგლი და ბუშირის პროვინციის ერთ – ერთი ღირსშესანიშნაობაა. არქეოლოგიური ძეგლი, ბარდაქ სიაქის სასახლე, მდებარეობს …

Read More »

კუნძული ხარკი

ხარკი, სპარსეთის ყურის ირანული კუნძული, მდებარეობს ირანის სანაპირო ზოლიდან 25 და ქალაქ ბუშირიდან 57 კილომეტრი მანძილის დაშორებით. შედის ბუშირის ოსთანის …

Read More »