ბუშეჰრის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტი მიერ მტკიცდება.

1906-1950 წწ-ში ირანი იყოფა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჯისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზისტანი, ქერმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქერმანშაჰი, ხუზესთანი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო და მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და ცალკე ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის პროვნცია; მანამდე,  2004 წელს, ხორასნის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ბუშეჰრის ოსთანი

ბუშეჰრის ოსთანი,  ირანის ოცდათერთმეტი ოსტანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება ირანის ოთხი ოსთანი: ხუზისტანის, ქოჰგილუე და ბუიურაჰმადი, ჰორმოზაგანი და ფარსის ოსთანები. ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია ბუშირი. ბუშირის ოსთანის მოსახლეობა, 2017 წლის მონაცემების თანახმად, 1 163 400 კაცს შეადგენს. ოსთანს საკმაოდ ფართო გასასვლელი აქვს სპარსეთის ყურეზე. ყველაზე გავრცელებული ენებია: ლური და სპარსული. ბუშირის ოსთანი იყოფა ათ შაჰრესთნად: ბუშირი, დაშთესთენი, დეშთი, დეიერი, დეილემი, გენავე, ჯემი, ქენგანი, თანგასთენი და ასალუიე.

ქალაქ ბუშეჰრში ბევრი ისტორიულ-კულტურული ძეგლია, მათ შორის საინტერესოა უძველესი მეჩეთები და ჰოლნდიური ციხესიმაგრის ნანგრევები, ასევე ქალაქის შემოგარენში  უძველესი დასახლების ნანგრევები; ქალაქ ბორაზჯანში ძველი ციხე და დიდი სასაფლაო და მის შემოგარენში, ფინიკის პალმების თვალუწვდენელ პლანტაციებში ჩაფლული,  აქემენიდების ეპოქის სასახლის, ბარდაკ-სიაჰის ნანგრევები; ქალაქ ხორმოჯში უძველესი ციხე და ზოროასტრული ტაძრის ნაშთები; ქალაქ თაჰერში სირაფის პორტის ნანგრევები სასანიანთა ეპოქიდან (ციხის, ტაძრისა და ბაზრის ჩათვლით). კუნძულ ხარკზე ნახავთ ე.წ. ჰოლანდიური ციხის ნანგრევებს და ძველ ეკლესიებს. პროვინციაში ძალიან პოპულარულია  ჩეჰელხანეს მღვიმე. მიუხედავად უნიკალური პოტენციალისა, ბუშეჰრის ოსთანს  ტურიზმის მიმართულებით განვითარება სჭირდება.

რეიშაჰრი

ბუშირის ოსთანის ისტორიული ღირსშესანიშნაობა რეიშაჰრი, მდებარეობს ირანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ ბუშირის  ცენტრალურ ნაწილში.  აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები,   …

Read More »

ხარკის ანტიკური სასაფლაო

ხარკის ანტიკური სასაფლაო, რომელიც მდებარეობს ირანის სამხრეთით სპარსეთის ყურის კუნძულ ხარკზე, წარმოადგენს ბუშირის ოსთანის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლსა და ღირსშესანიშნაობას. ხარკის …

Read More »

სამარხი გურდოხთარი

გურდოხთარი აქემენიდური პერიოდის ქვის სამარხია. მდებარეობს ბუშირის ოსთანში, დაშთესთანის შაჰრესთანში, მიანქუჰი ფოშთ-ფარის ველზე და წარმოადგენს სამხრეთ ირანის, კერძოდ კი ბუშირის …

Read More »

ჩეჰელხანეს მღვიმე

ჩეჰელხანეს მღვიმე, მდებარეობს ბუშირის ოსთანის, დაშთესთანის შაჰრესთანში, საადაბადის ოლქში.   ჩეჰელხანეს მღვიმე ისტორიული ძეგლია და ირანის სამხრეთი მხარის, ბუშირის პროვინციის ერთ-ერთი …

Read More »