სასახლე ბარდაქ სიაჰ

ბარდაქ სიაჰის სასახლე აქემენიდური პერიოდის ისტორიული ძეგლი და ბუშირის პროვინციის ერთ – ერთი ღირსშესანიშნაობაა. არქეოლოგიური ძეგლი, ბარდაქ სიაქის სასახლე, მდებარეობს უძველეს ქალაქ თემუკანში, ირანის ბუშირის ოსთანის ჩრდილოეთ ნაწილში, დაბა ბორაზჯანიდან 12 კილომეტრის მანძილზე, მდინარეების შაპურისა და დალაქის შესართავთან. ფინიკის პალმის პლანტაციებში ჩაფლული სასახლის ნაშთები, დარიოს პირველის ზამთრის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო.  ძეგლი აღმოაჩინეს 1977 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც აწარმოებდა არქეოლოგთა ჯგუფი, ცნობილი ირანელი არქეოლოგის ეჰსან იაღმაის ხელმძღვანელობით.  დარიოსის ზამთრის სასახლე, გარკვეულწილად წააგავს აპადანას სასახლეს პერსეპოლისში. სასახლეს 36 სვეტი ჰქონდა. გათხრების პირველი ეტაპის დროს აღმოაჩნდა სვეტების თექვსმეტი ბაზა . თითოეული სვეტი დაახლოებით 20-23 მ. სიმაღლის უნდა ყოფილიყო. აქემენიდების დინასტიის მმართველობის ზენიტში აგებული ეს სასახლე, ხანძარმა გაანადგურა.

Next Prev
Next Prev

Check Also

სირაფის კოშკურები

სირაფის კოშკურები, მდებარეობს უძველესი პორტის ნანგრევებზე, დღევანდელი ქალაქ სირაფში. წარმოადგენს ძველ და ვრცელ სასაფლაოს. სასაფლაოს …