სირაფის კოშკურები

სირაფის კოშკურები, მდებარეობს უძველესი პორტის ნანგრევებზე, დღევანდელი ქალაქ სირაფში. წარმოადგენს ძველ და ვრცელ სასაფლაოს. სასაფლაოს მშენებლობა ჯერ კიდევ პრე-ისლამური, სასანური პერიოდებიდან იწყება. ამ დიდ სასაფლაოზე დიდი რაოდენობის სწორკუთხა სამარხია; სამარხები ქვაშია ნათალი, მათი სიგრძე 210 სმ, სიგანე 50 სმ და სიღრმე 40-დან 60 სმ.-მდეა. ხშირად სამარხების მოპირკეთება, ზედაპირის დაფარვა და სწორკუთხა გეომეტრიული ფორმის მიცემა, ცემენტისებრი ხსნარით ხდებოდა. სამარხები ზოროასტრულ კულტს მიეკუთვნება. სასაფლაოს დასავლეთი ნაწილის მოპირდაპირედ, გორაკზე სამარხების კიდევ ერთი დიდი კომპლექსია. ამ გორაკის ლანდშაფტისა და ბუნებრივი დაბრკოლებების გათვალისწინებით, ციცაბო ფერდობზე განლაგებული სამარხების წყობა განსხვავებულია. გამომდინარე იქიდან, რომ სასაფლაო საკმაოდ ძველია და საუკუნეების განმავლობაში აქ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები იმარხებოდნენ, მას „ცივილიზაციათა სასაფლაოს“ სახელითაც იხსენიებენ.

Next Prev
Next Prev

Check Also

მონდის სალოცავი

მონდის სალოცავი პართულ-სასანურ პერიოდს განეკუთვნება; მდებარეობს დაშთის შაჰრესთანში, მონდის მთაზე, სოფლების ჰეიდარსა და ვარავის სიახლოვეს. …