კიროსის სასახლე

კიროსის სასახლე დაშთესთანში, ისტორიული და ძალზე მნიშვნელოვანია ძეგლია ირანის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე პერიოდიდან. კიროსის სასახლის ნაშთები, სასახლე ირანის არქეოლოგიურმა საბჭოს მიერ  წარმოებული გათხრების შედეგად 1972 წელს იქნა აღმოაჩენილი. არქიტექტურული სტილის, ასევე მშენებლობისას შავი და თეთრი ქვის გამოყენების მიხედვით, სასახლის აგების დრო, აქემენიდების დინასტიის დამარსებლის, კიროს II დიდის პერიოდს უკავშირდება. სასახლე მდებარეობს დაბა ბორაზჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დამშრალი მდინარე არდის ნაპირზე. კიროსის სასახლე, აქემენიდური ირანის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა სპარსეთის ყურის სანაპიროებზე. ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, სასახლე აშენდა  კიროს II-ის მეფობის ბოლო წლებში. არქიტექტურურის, ქვის თლის ტექნიკის, აგრეთვე აქ აღმოჩენილი არტეფაქტების გათვალისწინებით, კეთდება დასკვნა, რომე ეს სასახლე ფასარგადის სასახლეზე მოგვიანებით უნდა აგებულიყო. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს სასახლე აიგო მაშინ, როდესაც განვითარების მაღალ დონეს მიაღწია კიროსის ეპოქის ქანდაკებისა და არქიტექტურის ორიგინალურმა ხელოვნებამ. სამწუხაროდ, სასახლის შენობა დაუსრულებელია, რაც გვაფიქრებინებს, რომ სასახლის მშენებლობის შეჩერება, კიროსის გარდაცვალებას (ძვ.წ.აღ.529 წ.) უნდა უკავშირდებოდეს.

Next Prev
Next Prev

Check Also

სირაფის კოშკურები

სირაფის კოშკურები, მდებარეობს უძველესი პორტის ნანგრევებზე, დღევანდელი ქალაქ სირაფში. წარმოადგენს ძველ და ვრცელ სასაფლაოს. სასაფლაოს …