არდეშირის სასახლე

ისტორიული ძეგლი და ბუშირის პროვინციის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, არდეშირის სასახლე, საზაფხულო-სააგარაკე სახლი, მდებარეობს ქალაქ დაშთესთანში, ირანის სამხრეთით, ბუშეჰრის ოსთანში. “არდეშირის სასახლე” უძველესი სასანური ეპოქის ნაგებობაა; შეინიშნება საკმაო მსგავსება  არდეშირის სასახლესთან ფირუზაბადში. აგებულია არც ისე თლილი და გლუვი ქვებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დუღაბით არის დაკავშირებული. შენობას აქვს თაღები,  საძირკველი ჯვრის ფორმისაა. ზედა ნაწილში მოჩანს მაღალი ქვის სვეტი, რომელიც სათვალთვალო ფუნქციას ასრულებდა. თანგ-ე ერამში მდებარე ეს ნაგებობა, სავარაუდოდ, დასასვენებელ და სანადირო ადგილს წარმოადგენდა. ტენიანობის, წვიმის წყლის ზემოქმედების, მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების ტენიანობის, ასევე დაუდევრობის  გამო, 2011 წელს, შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა.

Next Prev
Next Prev

Check Also

მონდის სალოცავი

მონდის სალოცავი პართულ-სასანურ პერიოდს განეკუთვნება; მდებარეობს დაშთის შაჰრესთანში, მონდის მთაზე, სოფლების ჰეიდარსა და ვარავის სიახლოვეს. …