კუნძული ნახილუ

კუნძული ნახილუ ერთ – ერთი დაუსახლებელი კუნძულია სპარსეთის ყურის ირანის კუნძულებს შორის. ამ პატარა კუნძულს აქვს ფართობი 0.6 კვ.კმ-ია, აქვს დაახლოებით რვა კილომეტრიანი ქვიშიანი სანაპირო ზოლი. კუნძული მდებარეობს ბუშერის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ომოლქარამიდან 5 კმ-ის დაშორებით. კუნძულის საშუალი სიმაღლე ზღვის დონიდან 1,5 მეტრია. დაფარულია გალოფიტური ტიპის მცენარეებით. კუნძულზე ბინადრობენ მუქი შეფერილობის მეთოვლიასებრნი, დიდი და პატარა ქოჩრიანი მერცხლები, გვირგვინიანი ტოროლა, კიბორჩხალის ერთგვარი სახეობები. ნახილუს კუნძულზე ბინადრობს დიდი რაოდენობით სპარსეთის ყურის კუ. არის ერთ-ერთი უიშვიათესი კუნძული მსოფლიოში და ყველაზე უნიკალური კუნძული შუა აღმოსავლეთში გადამფრენი ზღვის ფრინველების გამრავლებისთვის. ნახილუს კუნძულზე მცირე ზომის მანგროს ტყეებია.

Next Prev
Next Prev

Check Also

სირაფის კოშკურები

სირაფის კოშკურები, მდებარეობს უძველესი პორტის ნანგრევებზე, დღევანდელი ქალაქ სირაფში. წარმოადგენს ძველ და ვრცელ სასაფლაოს. სასაფლაოს …