ირანის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი რევოლუციონერის, ჯენგელიელთა პარტიზანული მოძრაობის (“ტყის მოძრაობა”) დამფუძნებელის და ლიდერის, 1910-იანი და 1920-იანი წლების მიჯნაზე სპარსეთის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მეთაურის მირზა ქუჩექ-ხანის სახლ-მუზეუმი, სწორედ ქალაქ რაშთში მდებარეობს. სახლ-მუზეუმი რაშთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული სანახაობაა; მდებარეობს ქალაქის სამხრეთ ნაწილში. შენობისა და სახლ-მუზეუმიში დაცული ექსპონატების დიდი ნაწილი, მირზა ქუჩექ-ხანის ცხოვრების სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ის “ტყის მოძრაობის” ლიდერი იყო. სახლ-მუზეუმში დროდადრო ტარდება გამოფენები, სხავადასხვა კულტურული ღონისძიებები.
მირზა ქუჩექ-ხანი დაკრძალულია ქალაქ რაშთში. მისი მავზოლეუმის შენობა გამოირჩევა თავისი უბრალოებით; აშენებულია ტრადიციული არქიტექტურის კანონიკის გათვალისწინებით, აქვს ირანული არქიტექტურული სტილისთვის დამახასიათებელი გეომეტრიული, სწორი რვაკუთხედის ფორმა, რვა ლამაზი სვეტით და ხის კაპიტელებით მავზოლეუმის გარშემო.