ზოჰაქის ციხე

ზოჰაქის ციხე, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში,  ქალაქ ჰაშთრუდთან 20 კილომეტრის მანძილის მოშორებით მდებარეობს. ციხესიმაგრის დასახელება მომდინარეობს მითიური პერსონაჟი სამთავიანი დემონ ზოჰაქისაგან , რომელიც მითის მიხედვით, სინათლის ღმერთმა დაამარცხა. ირანული მითოლოგიის თანახმად, ზოჰაქი აჰრიმანის პირდაპირი შთამომავალია. ზოჰაქი ასევე ფირდოუსის ცნობილი ეპოსის „შაჰნამეს“ ერთ-ერთი პერსონაჟია. „შაჰნამეს“ მიხედვით, ზოჰაქმა დაამარცხა მეფე ჯემშიდი და ტახტზე ავიდა. ფერდუნმა, ჯემშიდის ვაჟმა, მჭედლი ქავეს დახმარებით, ბოლო მოუღო ზოჰაქის სასტიკ ათას წლოვან მმართველობას.

ციხე თარიღდება პართული და სასანური პერიოდებით. დღემდე დ აზუსტებით გამოკვლეული არ არის ამ ციხის დანიშნულება. ირანის ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის არაერთ ციხე-ნაგებობას შეხვდებით. არსებობს ვარაუდი, რომ ეს არის სარიტუალო ტიპის ნაგებობა – ანაჰიტას ტაძარი.

ზოჰაქის ციხე პირველად გერმანულმა არქეოლოგიურმა ჯგუფმა 1971 წელს გამოიკვლია. დღეისათვის ერთადერთი გადარჩენილი ნაწილი უზარმაზარი ციხიდან, ეგრეთ წოდებული „ჩაჰარ თაღია“ – კუბური ნაგებობა გუმბათით და ღია თაღებით ოთხი მხრიდან.

 

Check Also

ირანის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ირანის ეროვნული ბოტანიკური ბაღი, რომლის ფართობია 145 ჰექტარია, მდებარეობს ალბორზის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩითგარში, თეირანის …