ნოურუზის დღესასწაული და სტუდენტებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტში

30 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, აქბარ ყესემი ალიაბადის, კულტურის ატაშეს, ჰამიდ მოსთაფავის და საელჩოს დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე, კავკასიის უნივერსიტეტის და ირანის წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული პლატფორმის შექმნა ორ ქვეყანას შორის არსებული ტექნიკური ხარვეზების მოსაგვარებლად სამეცნიერო სფეროში.

შეხვედრის ფარგლებში, ირანის საელჩოს დელეგაციამ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დათვალიერა და მონაწილეობა მიიღი კავკასიის უნივერსიტეტის ენის კურსების კურსდამთავრებული ირანელი სტუდენტების სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიასა და ირანული ახალი წლის – ნოურუზისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

Check Also

ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ ქართული თარგმანის წარდგინება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი ჯალალ ედ-დინ რუმის …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *