ირანის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ირანის ეროვნული ბოტანიკური ბაღი, რომლის ფართობია 145 ჰექტარია, მდებარეობს ალბორზის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩითგარში, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით. ბაღის პროექტირება და მშენებლობა 1969 წელს ირანელმა ექსპერტებმა, რიგი უცხოელი ექსპერტების თანამშრომლობით დაიწყეს და შეიმუშავეს ბაღის განაშენიანების გეგმა. განაშენიანების გეგმა  მიზნად ისახავდა ირანისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის ნიმუშების წარმოდგენას და მათთვის საჭირო, აუცილებელი ბუნებრივი გარემოს შექმნას. ასევე, შეიქმნა მცენარეთა თემატური კოლექციების საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისათვის. დაპროექტებული ნაკვეთებიდან 7 , ირანს უკავშირდება, 6 – მსოფლიო სხვადასხვა კუთხის ფლორის ნიმუშებს, დაპროექტებულია 8 თემატური კოლექცია და ბაღი.  ირანის ეროვნული ბოტანიკური ბაღს აქვს სათბურები და ორანჟერეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაღს საჭირო მცენარეული მასალით.

Next Prev
Next Prev

Check Also

ნუმიზმატიკის მუზეუმი

თეირანის ნუმიზმატიკის მუზეუმი, სეფაჰის ბანკის ცენტრალური ფილიალის შენობაშია განთავსებული. მუზეუმის ფონდში დაცულია სხვადასხვა პერიოდში მოჭრილი …