აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანი

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთია. მდებარეობს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას. ესაზღვრება არდებილის, დასავლეთი აზერბაიჯანის და ზენჯანის ოსთანები.  ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თავრიზი. მოსახლეობა შეადგენს 3 909 652 ადამიანს (2017 წლის მონაცემებით). აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსთანში ყველაზე გავრცელებული ენაა აზერბაიჯანული და სპარსული.

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანის ტერიტორიაზეა საჰანდის ვულკანური მასივი, რომლის ყველაზე მაღალი წერტილია მწვერვალი ჰარამდაღი (3,707 მ). საჰანდის მასივი წარმოადგენს ელბურსის მთიანეთის ნაწილს. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ოსთანის კლიმატი მრავალფეროვანია, ძირითადად, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული კი თბილი და ზოგჯერ ცხელიც.

ზოჰაქის ციხე

ზოჰაქის ციხე, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში,  ქალაქ ჰაშთრუდთან 20 კილომეტრის მანძილის მოშორებით მდებარეობს. ციხესიმაგრის დასახელება მომდინარეობს მითიური პერსონაჟი სამთავიანი დემონ ზოჰაქისაგან …

Read More »

თავრიზი

ქალაქი თავრიზი წარმოადგენს აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანის ადმინისტრაციულ ცენტრ. მოსახლეობის რაოდენობა, 2017 წლის მონაცემებით, 1 724 369 კაცს შეადგენს, რომელთა უმეტესი …

Read More »

პოეტთა პანთეონი

ირანელი პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების პანთეონი ქალაქ თავრიზში, სორხაბის რაიონში მდებარეობს. მავზოლეუმის თანამედროვე შენობა 1970-იან წლებში, მოდრნისტულ სტილშია აგებული; თავდაპირველად …

Read More »

მითრას ტაძარი

მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში. ძეგლი წარმოადგენს უძველესი პერიოდის …

Read More »

ცისფერი მეჩეთი

თავრიზის ცბობილი ისტორიული ცისფერი მეჩეთი აგებულია 1465 წელს, ყარა-ყოიუნლუს სულთნის შაჰ ჯაჰანის ბრძანებით. მეჩეთი საგრძნობლად დაზიანდა 1778 წლის მიწისძვრის დროს, …

Read More »

მეჩეთი საჰებ-ოლ-ამრ

მეჩეთი საჰებ-ოლ-ამრ, ან შაჰ თამაზის მეჩეთი, თავრიზის ერთ-ერთი ძველი ნაგებობაა, რომელიც  ქალაქის ისტორიულ ცენტრში, საჰებ აბადის მოედნია აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა.  …

Read More »

მარანდის საკრებულო მეჩეთი

ქალაქ მარანდის საკრებულო მეჩეთი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია აშენებული, მიჰრაბზე (საკურთხეველი) დატანილი წარწერის თანახმად, 1131 წელს, აბუ საიდ ბაჰადურ-ხანის მმართველობის …

Read More »

მარაყე

ქალაქი მარაყე აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის სიდიდით მეორე ქალაქი და მარაყე საოლქო ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი მდებარეობს მდინარე სუფიჩაის ნაპირზე, ვულკანური  მთა …

Read More »

ქორდაშთის აბანო

ქორდაშთის აბანო, სეფიანთა ეპოქის ისტორიული ნაგებობა, მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანის ქალაქ ჯულფას მახლობლად. აბანოს შესასვლელ კიბეს, შენობის …

Read More »

სასტუმრო-ქარვასლა იამი

მიშუდაღის მთისწინეთში, ქალაქ მარანდის  სიახლოვეს, საკურორტო ზონაში, სასიამოვნო კლიმატით, ულამაზესი და განსაცვიფრებელი ხედებით, მდებარეობს ქარვასლა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში შაჰ აბასის …

Read More »