ირანისტიკის მე-2 ოლიმპიადა საქართველოში

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის კათედრის ორგანიზებითა და თანამშრომლიბით, 2021 წლის 18 აპრილს გაიმართა ირანისტიკის მე-2 ოლიმპიადა საქართველოში. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ირანისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების (სპარსული ენის/ირანის მიმართულება) სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, აგრეთვე, სპარსული ენით, ლიტერატურით, ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულმა 18-დან 35 წლამდე ასაკის პირებმა.

ოლიმპიადა ჩატარდა ქართულ ენაზე, ონლაინ, ერთ ეტაპად, ტესტური გამოკითხვის პრინციპით (კითხვების რაოდენობა – 45 კითხვა). პასუხების გასაცემად განსაზღვრული იყო დრო – 45 წუთი. საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

ბაკალავრიატის საფეხური:

I ადგილი – ლევან ხვედელიანი (თსუ)

II ადგილი – კონსტანტინე პატარაია (თსუ)

III ადგილი – ელენე თოდუა (საქართველოს უნივერსიტეტი)

მაგისტრატურის საფეხური:

I ადგილი – გიორგი ხულორდავა (თსუ)

II ადგილი – გიორგი ჯგერენაია (თსუ)

III ადგილი – გიორგი სიფრაშვილი (თსუ); თამარ ლობჟანიძე (ილიას უნივერსიტეტი); ნაზიბროლა კაპატაძე (ილიას უნივერსიტეტი)

დოქტორანტურა/კურსდამთავდებულები:

I ადგილი – ქეთევან ნიკოლაძე და ვერონიკა ხითარიანი

ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა 27 აპრილს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების შენობაში. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო და სიგელები. გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო. დაჯილდოების ღონისძიებას მხოლოდ გამარჯვებულები დაესწრნენ. ცერემონია წარიმართა ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

Check Also

ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ ქართული თარგმანის წარდგინება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი ჯალალ ედ-დინ რუმის …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *