მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა და აჰმად ყავამ ალ-სალტანეს, ირანის ხუთ გზის პრემიერმინისტრის სახლი და სამუშაო ადგილი იყო. 30-იან წლებში სახლი ეგვიტის მთავრობამ შეისყიდა და აქ რაღაც პერიოდის განმავლობაში ეგვიპტის საელჩო განთავსდა. საბოლოოდ, 1976 წელს, დედოფალმა ფარაჰ ფაჰლავიმ შეისყიდა შენობა მუზეუმის გასახსნელად. შენობას ავსტრიელმა და ირანელმა ინჟინრებმა რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. ინტერიერის არქიტექტურა და ვიტრაჟების დიზაინი, ცნობილ ავსტრიელი არქიტექტორს და დიზაინერს, ჰანს ჰოლეინს ეკუთვნის. მუზეუმის შენობას 7000 კვ. მეტრის ლამაზ ბაღში აკრავს გარს; კარგად შემონახული, მოხდენილი კარ-ფანჯრები სელჩუკთა ეპოქის არქიტექტურას მოგვაგონებს. ზოგადად, ეს შენობა წარმოადგენს ირანული და ევროპული არქიტექტურის კომბინაციას.  მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი 2 სართულიანია და 5 საექსპოზიციო დარბაზი აქვს, სადაც  მინის, ბროლის, თიხის, ფაიფურის ჭურჭელია ექსპონირებული. 2014 წელს, მუზეუმის შენობა, შეტანილი იქნა ირანის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

Check Also

ნუმიზმატიკის მუზეუმი

თეირანის ნუმიზმატიკის მუზეუმი, სეფაჰის ბანკის ცენტრალური ფილიალის შენობაშია განთავსებული. მუზეუმის ფონდში დაცულია სხვადასხვა პერიოდში მოჭრილი …