სპარსული ბაღები

ირნის მთელს ტერიტორიაზე უამრავი კულტურის ძეგლია, რომელთაგან თითოეული გამორჩეულია ირანული არქიტექტურის, კულტურისა და ისტორიისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშნებით. ეს ძეგლები ქვეყნის მემკვიდრეობის და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების ნაწილია, რომლებიც ყოველწლიურად ბევრ მნახველს იზიდავს. ზოგიერთი ძეგლის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და ღირებულება  იმდენად დიდია, რომ ის შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეოვის ძეგლთა ნუსხაში, რათა ამ ძეგლების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა ყველასათვის თვალსაჩინო გახდეს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები მათ შესანარჩუნებლად. ირანის კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ძეგლები, როგორებიცაა აქემენიანთა სატახტო ქალაქი პერსეპოლისი, ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი სისთანისა და ბალუჯისთანის ოსთანში „შაჰრ-ე სუხთე“, რომელიც განეკუთვნება ჯიროფტის კულტურას, შუშტარის ირიგაციული სისტემების კომპლექსი, ადამინიას შემოქმედებითი გენიის ნიმუშებია. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ირანული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირშესანიშნავი, „სპარსული ბაღებია“, ირანის სხვადასხვა ქალაქში გაშენებული ცხრა ბაღი, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. სპარსული ბაღების ლანდშაფტური და არქიტექტურული დაპროქტება, აღფრთოვანებას იწვევს.

იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სპარსული ბაღები:

1.ფასარგადის ბაღი მარვდაშთში, უძველესი სპარსული ბაღი (ფარსის ოსთანი); 2. ერამის ბაღი, ისტორიული ბაღი შირაზში (ფარსის ოსთანი); 3. შაჰზადეს (უფლისწულის) ბაღი მაჰანში (ქერმანის ოსთანი); 4. ჩეჰელსოთუნის ბაღი ისპაჰანში (ისპაჰანის ოსთანი); 5. ფინის ბაღი ქაშანში (ისპაჰანის ოსთანი); 6. აბასაბადის ბაღი ჩრდილოეთ ირანში, ბეჰშაჰრის რაიონში (მაზანდარანის ოსთანი); 7. დოულათ-აბადის ბაღი იეზდში (იეზდის ოსთანი); 8. აქბარიეს ბაღი ბირჯანდში (სამხრეთ ხორასანის ოსთანი); 9. ფაჰლავანფურის ბაღი მეჰრიზში (იეზდის ოსთანი).

2011 წელს, სპარსული ბაღები მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი კულტურული ობიექტის ექვსივე კრიტერიუმის თანახმად, შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

შაჰრ-ე სუხთე

არქეოლოგიური ძეგლი შაჰრ-ე სუხთე, ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარე ქალაქი, განეკუთვნება ჯიროფტის კულტურას. მდებარეობს …