გოლესთანის სასახლე

გოლესთანის სასახლე, ისტორიული შენობების კომპლექსი, მდებარეობს ქალაქ თეირანში, არგის მოედანზე.  „გოლესთანი“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ვარდების სასახლე“.

გოლესთანის ისტორიულ კომპლექსში შემავალი შენობები, სხვადასხვა დროსაა აშენებული.  პირველი სასახლის მშენებლობა, სეფიანების ხანას, შაჰ-თამაზ I-ის მეფობის პერიოდს (1524-1576 წწ.) უკავშირდება. მუდმივად მიმდინარეობდა სასახლის რესტავრაცია XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში. მშენებლობის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა ყაჯართა დინასტიის მმართველობის პერიოდში, რა დროსაც გოლესთანის სასახლე იქცა ყაჯართა სამეფო რეზიდენციად. ფეჰლევების დინასტიის მმართველობის დროს, სასახლე  ოფიციალური ცერემონიებისთვის გამოიყენებოდა.  გოლესთანის სასახლე-მუზეუმში გაერთიანებულია 20-მდე ნაგებობა: ანთროპოლოგიური მუზეუმი, ბრილიანტის დარბაზი, ფოტოგრაფიის მუზეუმი, პორტრეტების და სურათების გალერეა, შამს-ოლ-ემარეს პავილიონი, მარმარილოს სატახტო დარბაზი… 2013 წელს, გოლესთანის სასახლის კომპლექსი, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  მე-3 და მე-6 პუნქტების თანახმად (კულტურული ტრადიციის, ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველი უნიკალური ან განსაკუთრებული ნიმუში; უნდა იყოს უშუალოდ ან თვალსაჩინოდ დაკავშირებული განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე მოვლენებთან, ყოფით ტრადიციებთან, იდეებთან, რწმენასთან, მხატვრულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …