სასტუმრო-ქარვასლა იამი

მიშუდაღის მთისწინეთში, ქალაქ მარანდის  სიახლოვეს, საკურორტო ზონაში, სასიამოვნო კლიმატით, ულამაზესი და განსაცვიფრებელი ხედებით, მდებარეობს ქარვასლა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში შაჰ აბასის ქარვასლის სახელით არის ცნობილი. ისტორიულ წყაროებში ეს უზარმაზარი ისტორიული ნაგებობა მოიხსენიება, როგორც იამ ილხანის ქარვასლა. აბრეშუმის გზაზე და სატრანზიტო მარშრუტზე, მდებარეობის გამო, სასტუმრო-ქარვასლა იამი, მიმზიდველი ადგილია ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის. იამის სასტუმრო-ქარვასლა, ყველაზე დიდი ქარვასლაა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და ტურისტული ძეგლია. გასულ წლებში აქ განხორციელებულმა სარესტავრაციო-სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებმა, ქარვასლა-სასტუმროს მნიშვნელობა და მისდამი ინტერესი  ერთი-ორად გაზარდა.

Next Prev
Next Prev

Check Also

მითრას ტაძარი

მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …