აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანი

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთია. მდებარეობს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას. ესაზღვრება არდებილის, დასავლეთი აზერბაიჯანის და ზენჯანის ოსთანები.  ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თავრიზი. მოსახლეობა შეადგენს 3 909 652 ადამიანს (2017 წლის მონაცემებით). აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსთანში ყველაზე გავრცელებული ენაა აზერბაიჯანული და სპარსული.

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანის ტერიტორიაზეა საჰანდის ვულკანური მასივი, რომლის ყველაზე მაღალი წერტილია მწვერვალი ჰარამდაღი (3,707 მ). საჰანდის მასივი წარმოადგენს ელბურსის მთიანეთის ნაწილს. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ოსთანის კლიმატი მრავალფეროვანია, ძირითადად, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული კი თბილი და ზოგჯერ ცხელიც.

ილხანური ხელოვნების მუზეუმი მარაყეში

მარაყეს ილხანური ხელოვნების სპეციალიზებულმა მუზეუმმა თავისი საქმიანობა 1996 წელს დაიწყო. მუზეუმის მიზანია წარმოაჩინოს ქალაქის გამორჩეული მნიშვნელობა კონკრეტულად ამ ისტორიულ მონაკვეთში. …

Read More »

აზერბაიჯანის მუზეუმი

აზერბაიჯანის მუზეუმი, მთავარი არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმია ქალაქ თავრიზში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში. დაარსდა 1958 წლის აპრილში. მუზეუმი შედგება სამი ძირითადი …

Read More »

შეიხ მაჰმუდ შაბესთარის მავზოლეუმი

XIV საუკუნის ცნობილი ირანელი სუფი პოეტის, ფილოსოფოსის შეიხ მაჰმუდ შაბესთარის მავზოლეუმი მდებარეობს პატარა ქალაქ შაბესთარში, თავრიზიდან 65 კმ. მანძილის დაშორებით. …

Read More »

აუჰადი მარაყეის აკლდამა

XII-XIV სს. ირანელი სუფი პოეტის რუქნ ად-დინ იბნ ჰუსეინ მარაღეის, ( სხვანაირად რუქნ ად-დინ ისფაჰანის) აკლდამა, მდებარეობს ქალაქ მარაყეში. აკლდამის …

Read More »

გონბადე ქაბუდ

გონბადე ქაბუდ (ლურჯი გუმბათი) სელჩუკთა ეპოქის ისტორიული ძეგლია ქალაქ  მარაყეში. შენობის დეკორაციები უნიკალურია ამ პერიოდის, ჰულაგუიანთა ეპოქის, სხვა ნაგებობების  მორთულობასთან …

Read More »

ხუდაფერინის ხიდი

ხუდაფერინის ხიდები, შუა საუკუნეების (დაახლოებით XII—XIII სს.) ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საფეხმავლო ხიდია, რომლებიც კვეთენ მდინარე არაქსს სოფელ ყუმლაყსა და ხუდაფერინთან. …

Read More »

თავრიზის მერიის შენობა

თავრიზის მერიის შენობა, აშენდა 1935–1939 წლებში, თავრიზის ნობარის ისტორიულ უბანში, მიტოვებული და დანგრეული სასაფლაოს ადგილზე, გერმანელი ინჟინრების მეთვალყურეობით. შენობა გამოიყენებოდა …

Read More »

ხოჯა ნასრ ედ-დინ თუსის ობსერვატორია თავრიზში

ხოჯა ნასრ ედ-დინ თუსის ობსერვატორია მდებარეობს ქალაქ თავრიზის სამხრეთით 45 კმ. მოშორებით, საჰანდის მთების მაღალ კალთაზე და ცნობილია, როგორც ქვეყნის …

Read More »

ილგოლი

ილგოლი თავრიზის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე დიდი ისტორიული პარკის სახელია. პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა, მისი დიდი ხელოვნური ტბაა, რომლის შუაგულშიც ორსართულიანი, ტრადიციული …

Read More »

ფოშთაბის ციხე

ფოშთაბის ციხე, უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ირანის ჩრდილო-დასავლეთით, აჰარის ოლქში, სოფელ ფოშთაბში, ზღვის დონიდან 3000 მ. სიმაღლეზე. ციხე აგებულია კლდეზე, კლდეშივე …

Read More »