მეჩეთი საჰებ-ოლ-ამრ

მეჩეთი საჰებ-ოლ-ამრ, ან შაჰ თამაზის მეჩეთი, თავრიზის ერთ-ერთი ძველი ნაგებობაა, რომელიც  ქალაქის ისტორიულ ცენტრში, საჰებ აბადის მოედნია აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა.  მეჩეთი აგება სეფიანთა პერიოდს, კერძოდ შაჰ-თამაზ I-ს სახელს უკავშირდება. 2001 წლიდან, საჰებ-ოლ-ამრის მეჩეთი რეგისტრირებული ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში, სარეგისტრაციო ნომრით 4196. მეჩეთი თავდაპირველად 1636 წელს, შაჰ-თამაზ I- ის დროს აშენდა. მაგრამ, მალევე, ოსმალეთის სულთანის, მურად IV-ის თავრიზის დაკავების შემდეგ, მეჩეთს საგრძნობი ზიანი მიადგა. მას შემდეგ, რაც სპარსეთის ჯარებმა ხელახლა დაიბრუნეს ქალაქზე კონტროლი, მეჩეთი აღადგინეს. სამწუხაროდ, 1815 წელს მომხდარმა მიწისძვრამ, ნაგებობა კვლავ დააზიანა. დაახლოებით 1850 წელს, განხორციელდა მეჩეთის და მეჩეთთან ერთად, მიმდებარე მოედნის რეკონსტრუქცია.

Next Prev
Next Prev

Check Also

მითრას ტაძარი

მეჰრის/მითრას ტაძარი მარაყეში, 1977 წლის 10 დეკემბერს, სარეგისტრაციო ნომრით 1556, შსტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების …