აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანი

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთია. მდებარეობს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას. ესაზღვრება არდებილის, დასავლეთი აზერბაიჯანის და ზენჯანის ოსთანები.  ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თავრიზი. მოსახლეობა შეადგენს 3 909 652 ადამიანს (2017 წლის მონაცემებით). აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსთანში ყველაზე გავრცელებული ენაა აზერბაიჯანული და სპარსული.

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანის ტერიტორიაზეა საჰანდის ვულკანური მასივი, რომლის ყველაზე მაღალი წერტილია მწვერვალი ჰარამდაღი (3,707 მ). საჰანდის მასივი წარმოადგენს ელბურსის მთიანეთის ნაწილს. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ოსთანის კლიმატი მრავალფეროვანია, ძირითადად, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული კი თბილი და ზოგჯერ ცხელიც.

ქალწულის კოშკი (ყიზყალასი)

ქალწულის კოშკი (აზერბაიჯანულ ენაზე “ყიზყალასი”) მდებარეობს აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანის მიანეს ოლქში. ძეგლი რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში. ქალწულის კოშკი მდებარეობს …

Read More »

ბაბაქის ციხე

ბაბაქის ციხე მდებარეობს ქალაქ ქალიბარის სამხრეთ-დასავლეთით 6 კილომეტრში, მთის მწვერვალზე არასბარანის ტყეებში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე. ციხე აშენდა სასანიდთა ხანაში; …

Read More »

სახანძრო კოშკი

თავრიზის სახანძრო კოშკი, სხვანაირად იანყინის კოშკი, ქალაქ თავრიზში, ხაყანისა და ბაჰადურის ქუჩების კუთხეში, სახანძრო სადგურის ტერიტორიაზე მდებარეობს. კოშკის სიმაღლე 23 …

Read More »