სუბატანის იალაღი, რომელიც ხალხში “სამოთხედ“ იწოდება, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, გილანის ოსთანში, თალიშის რაიონშია. ეს თვალწარმტაცი ადგილი მართლაც სამოთხეა ლაშქრობისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის, ასევე საოცარი პოპულარობით სარგებლობს ოფროუდის მოყვარულთა შორის. სუბატანის იალაღი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც სურს თავი დააღწიოს სიცხეს და ხმაურიან ქალაქის ყოფას. სუბატანი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე თავისი განსაცვიფრებელი პეიზაჟებით და თვალწარმტაცი ხედებით, ასევე ადგილობრივი სტუმართმოყვარეობითა და კულტურით.
ლაშქრობა ჩვეულებრივ ნეორის ტბადან, თალეშის მთებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით იწყება. მომთაბარე და მკვიდრ მოსახლეობასთან შეხვედრა და ურთიეთობა, მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.