გამოიცა ჟურნალ „კალმის“ ორი ახალი ნომერი

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გამოიცა ბილინგვური ჟურნალის „კალამი“ ორი ახალი, მე-14 და მე-15 ნომერი. ჟურნალის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ და ირანულ სამეცნიერო მიღწევებს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში, კერძოდ კი ირანისტიკის სფეროში. ჟურნალზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მისი ელექტრონული  ვერსია აიტვირთა და ხელმისაწვდომია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ვებგვერდზე.

ჟურნალ კალამის მე-14 ნომრის ქართულ ნაწილში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: „ნოურუზი-ირანული ახალი წელი“- ქეთევან ნიკოლაძე, „სპარსული კალიგრაფია – ნომადი ბართაია, „თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი“, „მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ირანში-სპარსული ბაღები“- სოფო გაბუნია, „ირანის ქალაქები-ქაშანი“, „ირანის ცენტრალური ბანკის საგანძური“-ნიკა თურმანიძე, „სპარსული ხელნაწერები საქართველოში“-ხათუნა ბაინდურაშვილი, „ქართლის ვალი ბაგრატ ხანი“-მაია კაპანაძე, „წინაქრისტიანული ქართლის რელიგიური ორიენტაციის საკითხისთვის: საქართველო და ირანული სამყარო“ – მარიამ გველესიანი, ხოლო სპარსულ ნაწილში წარმოდგენილია: „საახალწლო ტრადიციები საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში“-ქეთევან ნიკოლაძე, „ირანის არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობა-ირანული მინიატურა“ – ფარიუშ სარანი, „კალიგრაფია ირანის ისლამურ ხელოვნებაში“ – ებრაჰიმ მორადი, „ირანისტიკა საქართველოში“-ელენე გიუნაშვილი და ინტერვიუ მოჰამადალი ესლამი ნოდუშანთან.

ჟურნალ კალამის მე-15 ნომრის ქართულენოვან  ნაწილში წარმოდგენილია შემდეგი მასალები და სტატიები:ინტერვიუ ახალგაზრდა ირანისტთან და მთარგმნელთან გიორგი ხულორდავასთან (ინტერვიუ მოამზად ქ.ნიკოლაძემ); რუბრიკაში ირანის მუზეუმები გაეცნობით რეზა აბასის და ხალიჩების მუზეუმებს; რუბრიკა ირანის ქალაქები – ისპაჰანი; რუბრიკაში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ირანში – “სოლთანიეს მეჩეთი” -ს.გაბუნია; სტატიები:  “ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული სპარსულენოვანი ხელნაწერი პოეტური კრებულის შესახებ” – ნომადი ბართაია; “აქემენიდები და სამხრეთ კავკასია” – ი.გაგოშიძე, ი.ბაბაევი, ფ.კნაუსი; “საქართველოს სპარსული და სპარსულ-ქართული ისტორიული საბუთები: ლინგვისტურ-ფილოლოგიური კვლევის ასპექტები” – თ.აბულაძე, ე.გიუნაშვილი; “ევსტათი მცხეთელის მარტვილობა” როგორც საისტორიო წყარო ქართულ-ირანული ურთიერთობათა შესასწავლად” – ა.ნიკოლეიშვილი, ნ.ბართაია; ხუზისტანელი ქართველები” – ა.ყეზელბაშანი; “ქართველი ღოლამების მდგომარეობის მიმოხილვა სეფიანთა სამხედრო სტრუქტურაში შაჰ აბას I-ის დროს” – ფათემე აჰანგარ არჯმანდი, ომიდ ახავი.

ჟურნალის სპარსულენოვან ნაწილში წარმოგიდგენთ: “მაჰმუდ ფარშჩიანი, ირანული მინიატურის ახალი სკოლის ფუძემდებელი” (სტატია აღებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს “ირნა” გვერდიდან); “კინომატოგრაფიის სათავეებთან ირანში” – სეიედ მოჰსენ მადანი ბაჯესთანი; “ვარდის სიმბოლიკა ირანის კულტურასა და ხელოვნებაში” – შოჰრე ჯავადი, ნილუფარ სერაჯი; “ქართული კულტურის გავლენა სპარსულ ლიტერატურაზე” -ალი აქბარ ოჯაქე.

Check Also

ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ ქართული თარგმანის წარდგინება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი ჯალალ ედ-დინ რუმის …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *