ჯანმრთელობის ტურიზმი ირანში

ირანის ჯანმრთელობის ტურიზმის ინდრუსტრია, ბოლო წლებში მზარდი ტენდენციის მომსწრეა. სამედიცინო სფეროს განვითარებამ და პროგრესმა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანმა წარმატებებმა, ირანი მსოფლიოსა და რეგიონის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო და სამეცნიერო კერად აქცია. ერთის მხრივ ირანს აქვს სამედიცინო ცოდნისა და ეთიკის მრავალათასწლიანი ისტორია, სპეციალისტ ექიმები, საავადმყოფოებისა და ქირურგიული ცენტრების ფართო ქსელი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიითა და უახლესი სამედიცინო აღჭურვილობით, ასევე რეპროდუქციული, ღეროვანი უჯრედების, თვალის ქირურგიის, პლასტიკური ქირურგიის, კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, სტომატოლოგიური, ტრანსპლანტოლოგიის, გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდები და მეორე მხრივ, გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობა, ხელსაყრელი კლიმატი, ბუნების თვალწარმტაცი პეიზაჟები და სამკურნალო ბუნებრივი რესურსების უნიკალური შეთავსება, მაღალი პოტენციალი სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაში. ჯანმრთელობის ტურიზმის სფეროში მსოფლიოს აქტიურ და წამყვან ქვეყნებს შორის, ირანს მოწინავე ადგილი უკავია.  ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმისა და რეწვის სამინისტრო, გლობალური ჯანდაცვის ტურიზმის ბაზარზე ირანის წილის გაზრდის მიზნით არ იშურებს ძალისხმევას ქვეყნის ჯანმრთელობის ტურიზმის სტრატეგიის ფარგლებში საჭირო სამოქმედო გეგმების შესადგენად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, აგრეთვე ჯანმრთელობის სფეროში არსებული სექტორების გააქტიურებასა და პროფესიონალური სერტიფიცირების მქონე ტურისტული მომსახურების კომპანიების რაოდენობის და ამ სფეროში მომსახურების გაუმჯობესებისათვის.

 ჯანმრთელობის ტურიზმი ირანშიPDF

Check Also

ირანისტიკის მე-2 ოლიმპიადა საქართველოში

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ …