კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გამოიცა სამი ბროშურა: “ათი მიზეზი თუ რატომ უნდა ესტუმროთ ირანს” , “ირანის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები” და “ირანი – ოთხი სეზონის ქვეყანა “

ირანი, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველესი კერაა, რომლის ისტორიული და ურბანული დასახლებები ძვ.წ. 7000 წლით თარიღდება. ირანის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ნაწილში ადრე ბრინჯაოს ხანიდან  ელამური ცივილიზაცია ვითარდება, ხოლო მოგვიანებით, ეს მიწა სხვა მრავალი ხალხის სამშობლოდ იქცევა.

ირანის ისლამური რესპუბლიკა სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ირანის პლატო, აზიის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის კერად არის მიჩნეული, რაც არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. ზოგიერ

 თი წყაროს თანახმად, ირანის ტერიტორია ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. წყლის სიახლოვეს ნამოსახლარების არსებობა, როგორებიცაა: თაფე სიალქი ქაშანში, თაფე ჰესარი დამღანში, თორანგ თაფე გორგანში, თაფე ჰასანლუ დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, თაფე მარლიკი რუდბარში, აგრეთვე იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ირანი ოცდაერთი ისტორიულ-კულტურული ძეგლი, კიდევ ერთხელ ადასტურებენ ირანის ისტორიის სიძველეს.

ბოლო წლებში, ტურიზმმა, როგორც განვითარებადმა ინდუსტრიამ, მრავალი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო. ტურისტული ობიექტების სიმდი

დრემ და მრავალფეროვნებამ, ტურიზმი ირანის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებად აქცია.

ირანი, ვრცელი ქვეყანაა, 1,648 მილიონი კვ.კმ მთლიანი ფართობით. იგი აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ესაზღვრება: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ერაყი, პაკისტანი, თურქეთი, თურქმენეთი, სამხრეთით კი ომანისა და სპარსეთის ყურეები.

ირანის პლატო აზიის ერთ-ერთი უძველესი ცივლიზაცის კერად არის მიჩნეული, რაც არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ირანის ტერიტორია ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. წყალთან სიახლოვეს ნამოსახლარების არსებობა, როგორებიცაა: თაფე სიალქი ქაშანში, თაფე ჰესარი დამღანში, თორანგ თეფე გორგანში, თაფე ჰასანლუ

დასავლეთ აზრებაიჯანში, თაფე მარლიკი რუდბარში, აგრეთვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შეტანილი 21 ისტორიული ძეგლი, კიდევ ერთხელ ადასტურებენ ირანის ისტორიის სიძველეს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შეტანილი ძეგლებია: ირანის სომხური სამონასტრო ანსამბლი, ბამი და მისი კულტურული ლანდშაფტი, ბეჰისთუნი, მეიმანდის კულტურული ლანდშაფტი, გომბადე ქავუსი, ლუთის უდაბნო, ისპაჰანის ჯუმა მეჩეთი, იმამის მოედანი ისპაჰანში, ფასარგადი, პერსეპოლისი, შეიხ საფი ალ-დინის ხანაგა და მავზოლეუმის კომპლექსი არდებილში, შუშტარის ისტორიული ჰიდრავლიკური სისტემა, სოლთანიე, სუზა, თავრიზის ისტორიული ბაზარი, თახთესოლეიმანი, ჩოღაზამბილი, სპარსული ბაღები, სპარსული ყანათი, შაჰრე სუხთე, გოლესთნის სასახლე. სიო სე ფოლ-ი.

სამივე ბროშურა მომზადებულია ირანის კულტურული მემკვიდრეობის, რეწვისა და ტურიზმის ორგანიზაციის მიერ. ინგლისური ენიდან თარგმნა საქართველოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანისტიკის მიმართულების სტუდენტმა, ელენე თოდუამ.

ბროშურიების ელექტრონული  ვერსია აიტვირთა და ხელმისაწვდომია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ვებგვერდზე.

Check Also

ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ ქართული თარგმანის წარდგინება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი ჯალალ ედ-დინ რუმის …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *