ყედარ ნაბის (აბრაამის ძის ისმაილის შვილი, კედარ წინასწარმეტყველი) სალოცავი-სამარხი, მდებარეობს ზენჯანის ოსთანში, ხოდაბანდეს ოლქში. ძველი აღთქმის ტექსტების თანახმად, ისმაილს 12 ვაჟი ჰყავდა, მათგან მეორე სახელად კედარი (სპარსულად „ყედარი“). სამარხში არსებული წარწერის თანახმად, კედარ წინასწარმეტყველის საფლავი 1319 წელს, ბალღან ხათუნის, მაჰმუდ ღაზან-ყაენის მეუღლის მიერ იქნა აგებული. შენობას გუმბათი მოგვიანებით, 1350 წელს დაადგეს. ნაგებობის მოპირკეთება, უფრო გვიანდელი, სეფიანთა ეპოქისაა.
Check Also
გოლიჯიქის მღვიმე
გოლჯიქის მღვიმე, კირქვის ექვსი გამოქვაბულიდან ერთ-ერთია, რომელიც ზენჯანის ოსთანში აღმოაჩინეს. ამ უზარმაზარი გამოქვაბულია ზომა, რომელიც …