საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომლპექსი – ძმები ომიდვარების მუზეუმი

ძმები ომიდვარების მუზეუმი მდებარეობს საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მუზეუმის შენობა ყაჯარულ პერიოდს განეკუთვნება. შენობა ოთხი ოთახიანია, რომლებიც გაფორმებულია ულამაზესი თაბაშირის სტუკოებით.  თავის დროზე ეს ლამაზი შენობა სამეფო კარის მეეტლეების საცხოვრებელს წარმოადგენდა. 2003 წელს შენობა შეკეთდა, გარემონტდა და ამავე წელს,  ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქ პირველი ირანელი მოგზაურების, ძმები ომიდვარების სახელობის მუზეუმი გაიხსნა.  ძმები ომიდვარები მოგზაურობდნენ მთელს მსოფლიოში. 1954 წელს მოგზაურობა მცირე ბიუჯეტით, მხოლოდ 90 დოლარით დაიწყეს და ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, უამრავ ქყეყანაში იმოგზაურეს.

მოგზაურობის პირველი შვიდი წლის განმავლობაში, ისა და აბდოლა ომიდვარებმა, მოტოციკლეტით ოთხი კონტინენტი დალაშქრეს, მოგზაურობის ბოლო სამი წელი კი ავტომწარმოებელი კომპანია „სიტროენის“ ნაჩუქარი მანქანით გააგრძელეს. ხუთი კონტინენტის 99 ქვეყანაში მოგზაურობის შედგია ძმები ომიდვარების მიერ შეგროვებული   საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა, ორიგინალური სუვენირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მრავალი სამეცნიერო სტატია და კვლევა.

Check Also

ირანის ეროვნული მუზეუმი

ირანის არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმი შედგება ორი სამუზეუმო კომპლექსისაგან: ირანის არქეოლოგიური მუზეუმი, დაარსდა 1937 წელს …