ირანის ეროვნული მუზეუმი

ირანის არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმი შედგება ორი სამუზეუმო კომპლექსისაგან: ირანის არქეოლოგიური მუზეუმი, დაარსდა 1937 წელს და ისლამური ხელოვნების მუზეუმი, რომელიც 1972 წელს დაარსდა. მუზეუმი ინახავს ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალურ მასალას:  არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მრავალფეროვან კოლექციებს, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალას,  თიხის ჭურჭელს, ნუმიზმატიკის მდიდარ კოლექციას,  სამკაულებს, იშვიათ წიგნებს და სხვა. მუზეუმში დაახლოებით 300 ათასი სამუზეუმო ექსპონატია დაცული. ყველაზე ძველი ექსპონატები განეკუთვნება მუსტიეურ ეპოქას, ქვედა პალეოლითის ყველაზე გვიანდელი ხანას. ასევე ზედა პალეოლითის ხანის იარაღები, აღმოჩენილი იაფთეს მღვიმეში, ლურისთანის პროვინციაში, რომელთა ასაკი 30-35 ათასი წლია. გარდა ამისა, სხვა უძველეს ექსპონატებს შორის არის 9 ათასი წლის წინანდელი ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები, რომლებიც აღმოაჩინეს ქერმანშას პროვინციაში, სარაბის მთის გათხრების შედეგად. ძველი ირანის მუზეუმის აგურის შენობა, რომლის ფართობი დაახლოებით 11 ათასი კვ. მეტრია, XX საუკუნის დასაწყისში ფრანგმა არქიტექტორმა ანდრე გოდარმა დააპროექტა. შენობის არქიტექტურული იერსახის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა სასანიანთა ეპოქის არქიტექტურამ, განსაკუთრებით ქტესიფონის ტაყ-ე კასრას სასახლემ. მეზეუმის შენობის მშენებლობა 1935 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში დასრულდა აბას ალი მემარისა და მორად თავრიზის მიერ. ოფიციალურად გაიხსნა 1937 წელს.

ისლამური ხელოვნების მუზეუმის შენობა 3 სართულიანია, რომელიც საგამოფენო, საკონფერენციო, დროებითი და მუდმივი საექსპოზიციო სივრცეებისგან შედგება: პირველი სართული ეთმობა დროებით საგამოფენო სივრცეს და საკონფერენციო დარბაზს. ისლამური ხელოვნების მუზეუმის მეორე და მესამე სართულის საექსპოხიციო დარბაზებში, ექსპონატები ქრონოლოგიურად არის განლაგებული. მუზეუმს სულ ექვსი საგამოფენო დარბაზი აქვს: მეორე სართული მოიცავს ადრეული ისლამის, სელჩუკების, ილხანების პერიოდის დარბაზებს; პირველ სართულზე ყურანის, თემურიდების, სეფიანთა, აფშარიდების, ზენდების და ყაჯართა პერიოდის დარბაზებს მოიცავს.

ირანის ეროვნული მუზეუმი მრავალფეროვანი, მდიდარი კოლექციის წარმოჩენის გარდა, მიზნად ისახავს ირანის როლის წარმოჩენას მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ფორმირებაში.

 

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …