კინემატოგრაფიის მუზეუმი

ირანის კინემატოგრაფიის მუზეუმი, თეირანის მუზეუმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მუზეუმში დაცულია ირანში კონემატოგრაფიის განვითარებასთან დაკავშირებული საინტერესო მასალა,  იქნება ეს კინო აფიშა, ფოტო და ვიდეო მასალა, რარიტეტული კინო-აპარატები თუ სხვა. მუზეუმში ნათლად არის ნაჩვენები ირანული კინოს ისტორია და განვითარების გზა. კომპლექსში ასევე შედის ორი  კინოთეატრი, 205 და 121 მაყურებელზე გათვლილი. მუზეუმის შენობა ისტორიულია და მდებარეობს ვალიასრის პროსპექტის ჩრდილოეთ ნაწილში, თაჯრიშის მოედანთან ახლოს, ცნობილი „ფირდოუსის ბაღის“ ეზოში.

 

Check Also

ირანის ეროვნული მუზეუმი

ირანის არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმი შედგება ორი სამუზეუმო კომპლექსისაგან: ირანის არქეოლოგიური მუზეუმი, დაარსდა 1937 წელს …