გოლესთანის სასახლე – ქერიმ-ხანის მოსასვენებელი

1759 წლით დათარიღებული ეს შენობა, ქერიმ-ხან ზენდის რეზიდენციის ნაწილს წარმოადგენდა. ამ ტერასიანი ნაგებობის ძირითადი სტრუქტურა, მარმარილოს სატახტო დარბაზის მსგავსია. ამ ტერასაზე მარმარილოს ტახტია, რომელიც ყვითელი მარმარილოს ტახტთან შედარებით, შედარებით მომცრო ზომისაა  და მას გაცილებით ნაკლები ორნამენტი ამშვენებს.  ერთ დროს, ამ ტერასის შუაგულში შადრევნიანი პატარა აუზიც იყო, რომელიც  მიწისქვეშა არხის (ყანატის) საშუალები მარაგდებოდა წყლით. წყალი შადრევნიდან აუზში ჩაედინებოდა და გამოიყენებოდა სასახლის ტერიტორიის მოსარწყავადაც.

როგორც ამბობენ, ნასერედინ შაჰს განსაკუთრებით მოსწონდა გოლესთანის სასახლის ამ მყუდრო კუთხეში მოსვენება და აქ დიდ დროს ატარებდა. ზოგი მიიჩნევს, რომ სწორედ ნასრედინ შაჰმა შეარქვა სასახლის ამ კუთხეს „მშვიდი მოსასვენებელი“.  ნასრედინ შაჰის საფლავის მარმარილოს რელიეფურმა ქვამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, საბოლოო ადგილსამყოფელიც სწორეს სასახლის ამ მყუდრო კუთხეში ჰპოვა.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …