გოლესთანის სასახლე

გოლესთანის სასახლე, ისტორიული შენობების კომპლექსი, მდებარეობს ქალაქ თეირანში, არგის მოედანზე.  „გოლესთანი“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ვარდების სასახლე“. კომპლექსში შემავალი შენობები, სხვადასხვა დროსაა აშენებული. გოლესთანის ისტორიულ სამეფო ციტადელში შემავალი პირველი სასახლის მშენებლობა, სეფიანების ხანას, შაჰ-თამაზ I-ის მეფობის პერიოდს (1524-1576 წწ.) უკავშირდება. მუდმივად მიმდინარეობდა სასახლის რესტავრაცია XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში. მშენებლობის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა ყაჯართა დინასტიის მმართველობის პერიოდში, რა დროსაც გოლესთანის სასახლე იქცა ყაჯართა სამეფო რეზიდენციად. ფეჰლევების დინასტიის მმართველობის დროს, სასახლე  ოფიციალური ცერემონიებისთვის გამოიყენებოდა.  გოლესთანის სასახლე-მუზეუმში გაერთიანებულია 20-მდე ნაგებობა: ანთროპოლოგიური მუზეუმი, ბრილიანტის დარბაზი, ფოტოგრაფიის მუზეუმი, პორტრეტების და სურათების გალერეა, შამს-ოლ-ემარეს პავილიონი და მარმარილოს სატახტო დარბაზი… 2013 წლის 23 ივნისს სასახლე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …