გოლესთანის სასახლე – მარმარილოს სატახტო დარბაზი

ნაგებობა, ცნობილი როგორც „მარმარილოს სატახტო ტერასა / დარბაზი“, აშენდა 1806 წელს, ფათჰ ალი შაჰი ყაჯარის (1797–1834) ბრძანებით. ფერწერული ტილოებით, მარმარილოს და ხის ჩუქურთმებით, სტუკოებით, სარკეებით, მინანქრით, ჩუქურთმებით, ხის გისოსებიანი ფანჯრებით, მარმარილოს სატახტო დარბაზის შენობა, განასახიერებს ირანული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშს. მარმარილოს სატახტო დარბაზი, გოლესთანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. შენობის ცენტრალურ ნაწილში, დიდ, ფართე ტერასაზე მარმარილოს სამეფო ტახტი დგას.

ტახტი დამზადებულია ცნობილი იეზდური ყვითელი მარმარილოსგან და სამოცდახუთი ნაწილისგან შედგება. სამეფო ტახტის დიზაინი ყაჯართა სამეფო კარის „მთავარ მხატვარს“, მირზა ბაბა ნაყაშიშ ბაშის ეკუთვნის. ტახტის შექმნაზე იმ პერიოდის კიდევ არაერთი ცნობილი მხატვარი და ქვის ოსტატი მუშაობდა. ტერასის არქიტექტურული დეტალების და სხვა ორნამენტების დამუშავება, ფათჰ ალი შაჰისა და ნასერ ედ დინ შაჰის (1848–1896 წწ.) დროსაც მიმდინარეობდა.

მარმარილოს სატახტო დარბაზში, სწორედ ამ ტერასაზე და იმართებოდა ყაჯარი მეფეების კორონაციის ოფიციალური ცერემონიები. უკანასკნელად კორონაციის  ცერემონია აქ 1925 წელს ჩატარდა, როდესაც რეზა შაჰი, ფეჰლევიანთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი მეფედ ეკურთხა.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …