შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი

ირანული არქიტექტურის, კერძოდ კი ისპაჰანური სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში, შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი აიგო 1602-1619 წლებში, შაჰ აბას I-ის ბრძანებით. მდებარეობს ნაყშ-ე ჯაჰანის მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში, ალი-ყაფუს სასახლის მოპირდაპირედ.  შეიხი ლოფოლაჰი ცნობილი შიიტი სწავლული იყო ჯაბალ-ე ამელიდან (დრევანდელი ლიბანი), რომელიც შაჰ აბას I-ის მიწვევით ისპაჰანში დასახლდა. ეს მეჩეთიც მის საპატივცემულოდ აიგო. მეჩეთის მიჰრაბში დატანებული პატარა აბრა გვამცნობს, რომ მეჩეთის არქიტექტორი, მოჰამად რეზა ისპაჰანელია. მეჩეთის დიდებულება მეტწილად განპირობებულია მოზაიკური ფილების სილამაზითა და კალიგრაფიული ორნამენტული წარწერებით.

Next Prev
Next Prev

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …