ისპაჰანის საკრებულო მეჩეთი

ისპაჰანის ისტორიულ ცენტრში მდებარე ჯამე მეჩეთი, დაწყებული 841 წლიდან, თორმეტი საუკუნის განმავლობაში, ისლამური არქიტექტული სტილის ევოლუციის განსაცვიფრებელ ილუსტრაციად შეიძლება ჩაითვალოს. მეჩეთი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ირანში, აშენებულია ტრადიციული „ჩაჰარ ეივანის“ (ოთხკამაროვანი) არქიტექტურული სტილით, ანუ მას ერთმანეთის საპიროსპირო ოთხი კარიბჭე აქვს.  ისპაჰანის ჯამე მეჩეთი, ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უძველესი საკულტო ნაგებობაა ირანში, ქალაქ ისპაჰანის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში. 2012 წელს, ისპაჰანის ჯამე მეჩეთი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების მე-2 პუნქტის თანახმად (უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე), შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

 

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …