ხიდი სი-ო-სე ფოლ

ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ ქალაქ ისპაჰანში მდინარე ზაიანდერუდზე აგებული 33-თაღიანი ხიდი, დღემდე ითვლება სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად და  ისპაჰანის თერთმეტი ისტორიული ხიდიდან ყველაზე დიდია. აშენდა 1599-1602 წლებში შაჰ-აბას I-ის მმართველობის დროს. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი აგურით არის ნაშენები. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი. ხიდის საერთო სიგრძეა 297,76 მ, სიგანე 14,75 მ.-ია. სი-ო-სე ფოლის თაღოვან-კამაროვანი ხიდი შედგება 33 მალისაგან, რის გამოც მიიღო თავისი სახელწოდება, ვინაიდან „სი ო სე ფოლ“ თარგმანში სიტყვასიტყვით ნიშნავს „ოცდაცამეტ ხიდს“. ხიდს, სავალი ნაწილის ორივე მხარეს, გასდევს თაღედები, რომლებიც თავდაპირველად მოხატული იყო.

Next Prev
Next Prev

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …